მოკლედ ვერიფიკაციის გარეშე ბინანსზე გავედი
ვყიდულობ რიპლს ვრიცხავ
რიპლით ვყიდულობ ბიტკოინს და შემდეგ ამ ბიტკოინით უამრავ სხვა ვალუტას
საკომისიოებში და ყიდვა გაყიდვის კურსებს შორის სხვაობაში საკმაოდ დაიკარგება თანხა
რა დაამუღამებს ახლა ბიტკოინზე მიბმულ ფასებს
კალკულატორი ჯიბით უნდა ატარო და თვალო მიმდინარე კურსზე რამდენი დოლარია
მოკლედ სტელარზე ვტესტავ ჯერ ყიდვაზე დავაყენე ახლა
ჯერ ტესტირების ეტაპს გავდივარ
მოკლედ მოგყვებით რა გზასაც დაადგებით გამოცდილ ხალხს გენდობით
თქვენ კვალდაკვალ მიგულეთ
* * *
მოკლედ ასეთი რან როდესაც ვაჭრობ ბიტკოინით
გამოდის რომ თუ ბიტკოინის ფასი უფრო მეტად გაიხრდება ვიდრე იმ კოინის რომელიც იყიდე ზარალზე გადიხარ?
ანუ საუბარია ბირჟებზე სადაც ვაჭრობა ხდება ბიტკოინში.
სიტყვაზე მქონდა 1 ბიტკოინი და ბიტკოინის კურსი იყო 25 ლარი
და რიპლის კურსი იყო 25 თეთრი
1 ბიტით მომივიდა 100 რიპლი
გავიდა დრო შეიცვალა ფასები
რიპლი გახდა 30 თეთრი და ამ დროს ბიტკოინმა ნახტომი გააკეთა და გაორმაგდა გახდა 50 ლარი
ახლა ეს ჩემი 100 რიპლი არის 30 ლარის ექვივალენტი და რომ გავყიდო ისევ ბიტკოინში გამოდის რომ ახლა მე მაქვს 0.6 ბიტკოინი
ანუ თუ ბიტკოინით ვიყიდი სხვა ვალუტას უნდა ვიჯდე და ვილოცო ბიტკოინის ფასი ჩემ კრიპტოზე მეტად არ შეიცვალოს?
მასე არ გამოდის?
ამიტომ მიაწექით უსდ ბირჟებს სადაც პირდაპირ დოლარშია ვაჭრობა