ჩემი გადმოსახედით შენ მაგალითს ასე გავშიფრავდი: 25 ლარად იყიდე 100 რიპლი რომელიც გაყიდე 30 ლარად, ანუ 5 ლარი მოიგე და რაც ჩადებული გქონდა ის დაიბრუნე (საკომისიოები არც თავად გაქვს დათვლილი და არც მე ვიანგარიშებ). საწყის კაპიტალს მოგება დაუმატე, ანუ შენმა ტრანზაქციამ დადებით შედეგამდე გაგიყვანა და რატომ ფიქრობ რომ წააგე?
თუ ვალუტას არ ავიღებთ და კრიპტოთი ვიანგარიშებთ, თავად ამბობ რომ 1ბტც ღირდა 25 ლარი და იყიდე 100 რიპლი, ბტც გაძვირდა და გახდა 50 ლარი, გაყიდე შენი რიპლი და მიიღე 1-ის ნაცვლად 0.6 ბტც და ფიქრობ რომ წაგებაში ხარ, სავარაუდოდ აქაც ცდები, შენივე ფასებით ეს 0.6 ბტც ღირს 50 ლარი ანუ 0.6 *50=30 ლარს შენ კი ვაჭრობა დაიწყე 25 ლარით და სადაა შენი წაგება? თუკი იმას გულისხმობ რომ 1 ბტც ჩადე და ისევ 1 უნდა ამოიღო ან მეტი ალბათ მცდარია, რეალურ თანხაზე გადაცვლით ეს ჩადებული 1 ერთეული შეიძლება გაორმაგდეს ან განახევრდეს.
ჩემი აზრით მთავარია რამდენ გამოყენებად თანხას (usd, eu, gel) მოიგებ ერთი გადაცვლის ტარნზაქციაში
პ.ს.
ეს ჩემი შეხედულებაა და შეიძლება ვცდებოდე კიდეც

პპ.ს.
პირდაპირ usd ბირჟების რომლებს გულისხმობ?