სალამი ყველას!!!
რა ხანია არაფერი დამიწერია

) კარგია რომ ეს ფორუმი არსებობს

მანიაკობაში გადამივიდა აქ დაპოსტვა
*******************************************************************************************************************************************************************************
თან საქმე

) "პრესას" ვკითხულობდი ეხლა და აი რას წავაწყდი, მართალია "დავღეჭთ" ეს საკითხი,მაგრამ მაინც დავწერ (იმედია არ გამიბრაზდებით

)). ვიცი ბევრს აინტერესებდა და ასევე ბევრს დააინტერესებს უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის დაბეგვრის და ხარჯად აღიარების თემა:
კითხვა:
დღგ-ს გადამხდელი შპს-ის საქმიანობაა ვაჭრობა. პროდუქციის პოპულარიზაციისა და გაყიდვების წახალისების მიზნით,საქონლის სასყიდლიან მიწოდებასთან ერთად პერიოდულად ვაწვდიტ ყსასყიდლოთაც. გვაინტერესებს, ბუღალტრულად რა გატარებები უნდა გაკეთდეს, რა განსხვავებაა კომპენსაციით და კომპენსაციის გარეშე მიწოდებებს შორის,რა წარმოადგენს ამ შემთხვევაში რეკლამის ხარჯს და მოგების გადასახადის დეკლარაციაში რა ხარჯების გამოქვითვის უფლება აქვს შპს-ს?
პასუხი:
დღგ-ის თვალსაზრისით, საქონლის კომპენსაციით და კომპენსაციის გარეშე მიწოდებებს შორის განსხვავება არ არის,ორივე შემთხვევაში დღგ-იტ დასაბეგრია. მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნით კი ის სხვაობაა,რომ საქონლის კომპენსაციით მიწოდებისას გამოსაქვითი ხარჯია მიწოდებული საქონლის თვიტღირებულება, ხოლო კომპენსაციის გარეშე მიწოდებისას შესაძლებელია ორი ვარიანტი: თუ კომპენსაციის გარეშე მიწოდებული დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე საქონლის მიწოდება განხორციელებულია რეკლამის მიზნით და ამასთან, საგადასახადო ა/ფ გამოწერილი არ არის, მაშინ გამოსაქვითი ხარჯია მიწოდებული საქონლის თვითღირებულებაც და ასევე, ამ მიწოდებაზე დარიცხული დღგ-ც, ხოლო კომპენსაციის გარეშე მიწოდების სხვა შემთხვევაში - გამოსაქვითი ხარჯია მხოლოდ მიწოდებული საქონლის თვითღირებულება (როგორც ეს კომპენსაციით მიწოდების შემთხვევაშია)
ბუღალტრულ გატარებებს აქვს სახე (პირობითად ჩავთვალოთ, რომ მიწოდების ფასია 118 ლარი დღგ-ს ჩათვლიტ, ხოლო მიწოდებული საქონლის თვითღირებულება 70 ლარი)
კომპენსაციით მიწოდების შემთხვევაში:
დ-ტი 1410/კ-ტი 6110 - 118 ლარი
დ-ტი 6110/ კ-ტი 3330 - 18 ლარი
დ-ტი 6110/ კ-ტი 1610 - 70 ლარი
სარეკლამო მიზნით საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების შემთხვევაში, ოღონდ იმ პირობიტ,რომ ამ მიწოდებაზე არ არის გამოწერილი ა/ფ, პირველი გატარება იცვლება გატარებით:
დ-ტი 7499/ არაგამოსაქვითი ხარჯები /კ-ტი 6110 - 100 ლარი
დ-ტი 7310/ კ-ტი 6110 -18 ლარი (საგადასახადო თვალსაზრისით გამოსაქვითია მხოლოდ 18 ლარი)
ხოლო სხვა შემთხვევეში საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების გატარება:
დ-ტი 7499/არაგამოსაქვითი ხარჯი/ კ-ტი 6110 - 118 ლარი
იმედია გამოგადგებათ
This post has been edited by NABUKKO on 21 Dec 2013, 19:19