ingilooToxic:)33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს
დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს - ესეიგი ამ შემთხვევაში, ალკოჰოლიც, გოჭუნიაც და ტკბილეულიც ჩაითვლება წარმომადგენლობით ხარჯად და შეზღუდვა არ არსებობს გინდ კალმარებით გაუმასპინძლდი და გინდ ლობიოთი... თუმცა 2008 წლამდე ბევრი დაუჯარიმებიათ მაგ ჩამონათვალის გამო, შემდეგ კი მიდგომა შეიცვალა და მხედველობაში მიიღეს ქართული ტრადიციები

)) შეზღუდვაც ვიკითხე, თუ არსებობს რაიმე და მივიღე ასეთი პასუხი: ყველა ადამიანი ინდივიდუალურად იტანს სასმელსო და დოზა და ნორმა თავისი გააჩნია (ზოგი 1 ჭიქაში მხიარულად არის და ზოგს მთელი ბოცა სჭირდება), თუ კი ვინმემ "აურია" ან ერთი ადგილის "გასაღები დაკარგა"

)) ეს იმას არ ნიშნავს , რომ წარმომადგენლობითი ხარჯი არ გაგიწევიაოოოო
გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს ამ საკითხში კი ოოოოოოოოო!!! ორ ბანაკად არის გაყოფილი შემმოწმებელთა საზოგადოება, ერთს მიაჩნიათ, რომ ეს , ჩვენი საახალწლო საჩუქრები - წარმომადგენლობითია და მეორეს - მარკეტინგულ/სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მოწოდება... ვინაიდან დაკონკრეტებული არ არის რას წარმოადგენს სუვენირი. გამოდის, რომ სუფთა ადამიანური ფაქტორია ვინ როგორ აღიქვავს სუვენირს

((, უმეტეს კომპანიას ამ რისკის აცილების გამო აქვს ნაჩვენები, როგორც უსასყიდლოდ მიწოდება და შესაბამისად დაბეგრილი... შარშან ერთერთ მსხვილ კომპანიას ჩაუტარდა შემოწმება და ვინაიდან წარმომადგენლობით ხარჯად ჰქონდათ ნაღიარები მსგავსი ქმედება ამოუყარეს და ჩაუთვალეს მიწოდებად...ხო დააააა

) ადგნენ წლის ბოლოს და ფოსტით გაუგზავნეს შემოსავლებსაც საახალწლო "სუვენირები" და ისევ წარმომადგენლობით ხარჯად აღიარეს - პრინციპის ამბავია...ზიან და ელოდებიან ეხლა ახალ შემოწმებას. შედეგი კი ასეთი უნდა იყოს: თუ შემოწმებამ სამომავლოდ არ აღიარა, რომ ეს იყო წარმომადგენლობითი და ჩაუთვალა მიწოდებად გამოვა, რომ შემოსავლებმა ქრთამი მიიღეს

)) ვინაიდან, საქართველოს კანონში საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ წერია შემდეგი:
ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქრად“ არ ჩაითვლება:
დ) საჯარო მოსამსახურისათვის,მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან
სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება,შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც არ წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს;
ე) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის
მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი
ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება
ingiloo, მართალი იყო , მიწოდება უფრო უმტკივნეულო თემააა
* * *