გამარჯობათ
ფორექსი ჩემთვის ახალი ხილია (იმდენად ახალი რომ მხოლოდ გუშინ დავიწყე დემოს თამაში)
5000$-ით დავიწყე და თავიდან წავაგე 12$ მერე 4$ და მერე მივხვდი რაშიც იყო საქმე და ნელ ნელა მოგება დავიწყე.
eurusd ვიყიდე დავტოვე გუშინ ღამე და დღეს დილით დამხVდა +60$ და ეგრევე დავხურე.
მაგრამ ხომ შეიძლებოდა კურსი პირიქით წასულიყო და -60$ ყოფილიყო?...
ეხლა რა მაინტერესებს. ვთქვათ და დავიწყე მიზერული თანხით 10$-ით (შესამოწმებლად)
1. ამ 10$-ით როცა ვივაჭრებ მაქსიმალურად რამდენი დოლარი შეიძლება ერთ პუნქტს მოვუგო (საკომისიოს და ყველაფრის გათვალისწინებით)
2. თუ კურსი ჩემს საწინააღდეგოდ წავიდა და წაგებამ გადააჭარბა 10$-ს მაშინ რა ხდება? ავტომატურად იხურება თუ შემიძლია მე თვითონ დავხურო როცა მინდა?
ეს ორი კითხვა გამიჩნდა ამ ეტაპზე და უნდა შეგაწუხოთ რა
წინასწარ დიდი მადლობა