მარტივია ძალიან.
წარმოიდგინე მე და შენ ერთად ვვაჭრობთ X ბროკერთან. ორივეს გვიდევს ანგარიშზე 10000/10000 $. შენ არ გაქვს ღია პოზიციები. მე გახსნილი მაქვს USD/CHF-ზე 1 სრული ლოტით გრძელი პოზიცია. ფასი სიტყვაზე ვთქვათ 1.0100-ზე ვიყიდე. შესაბამისად სტოპი მაქვს 150 პიპსში - 0.9950-ზე. 150პიპსი x10 მხარზე არის 15%-იანი რისკი. ანუ მე ვრისკავ 1500$-ს.
ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანს ტრეიდერის მხრიდან. სტოპი აქვს მანიმენეჯმენტის და სხვა 1000 მენეჯმენტის გამოთვლილი და თავი ქუდში ჰგონია.
ეხლა ვნახოთ რა ხდება ბროკერის მხრიდან. აღარ დავიწყებ გაყოფას წესიერ და არაწესიერ ბროკერებად, ორივე შარშია. ჩემი სტოპი არის ჩვეულებრივი გადადებული ორდერი, ჩვენს შემთხვევაში 0.9950-ზე 1 სრული ლოტის გაყიდვაზე.
რაც იმ დღეს მოხდა, ფასი მკვეთრად წავიდა ქვევით. ანუ ბაზარზე უაზროდ დიდი ოდენობის მოთხოვნა გაჩნდა ფრანკის მიმართ, ანუ USD/CHF-ზე შორტ პოზიციები, ყველა ყიდიდა დოლარს და ყიდულობდა ფრანკს. მაგრამ ვაი რომ ფრანკის გამყიდველი არავინ იყო?

რა ხდება ამ შემთხვევაში?

წარმოიდგინე ხარ უდაბნოში და გაქვს ფული და გინდა იყიდო წყალი. შენს გვერდით მყოფს აქვს წყალი და არა აქვს ფული. როგორ ფიქრობ რა ფასში მოგყიდის წყალს? გონივრულ ფასში, რაც "ბაზარში" ღირს, თუ მაქსიმალურად გაგღლიტავს?

ესეა აქაც, გინდა? გადაიხადე. ყველას უნდოდა ფრანკის ყიდვა, შესაბამისად ვისაც ჰქონდა რეალურად ფრანკი, იმან გაყიდა მაქსიმალურად მისთვის მისაღებ ფასად.
ის ჩვენი სტოპიც შესაბამისად ვერ შესრულდა, იმიტომ რომ 0.9950-ზე არავინ იყო გამყიდველი და გამყიდველი (სიტყვაზე ვთქვათ) გამოჩნდა 0.7500-ზე, მთელი 2450 პუნქტით დაბლა.
შესაბამისად ჩვენმა 1-მა სრულმა ლოტმა გახსნილმა 1.0100-ზე ბროკერი აზარალა 25500 $-ით! ანუ მე რომ სრულად წამართვას რაც მაქ ანგარიშზე, მაინც კიდევ 15500$-ით ზარალში მიდის. შესაბამისად შენ, მიუხედავად იმისა რომ არანაირი გარიგება არ შეგისრულებია, მაინც შარში ხარ, ვინაიდან შენ ვისაც ფული ანდე, გადავარდა ვალებში და შენ კი გეუბნება, რომ კი, მართალი ხარო, მაგრამ ფული არა აქ კაპიკი რომ გაგისტუმროს.
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ