ზუსტად 1 წლის წინ დავინტერესდი ინვესტიციებით ფორექსში. როგორც ყველა დამწყებს მქონდა გრანდიოზული გამდიდრების გეგმა, ამბიციები და არავითარი გამოცდილება

თუმცა მონდომება არ მაკლდა და ყველანაირად ვცდილობდი მაქსიმალურად მომეძია ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ. ვეცდები გაგიზიაროთ ამ ერთ წელიწადში მიღებული გამოცდილება.
არის რამოდენიმე ვარიანტი, თუ სად შეიძლება დააბანდოს ადამიანმა ფული, ესენია:
1. კლასიკური PAMM-ი (http://en.wikipedia.org/wiki/Percent_allocation_management_module), ამ შემთხვევაში თქვენი ფული ირიცხება ტრეიდერის ანგარიშზე, რომელსაც ის ჩვეულებრივად განაგებს ვაჭრობის დროს, თუმცა მას არ შეუძლია ამ ფულის გამოტანა. ტრეიდერსა და თქვენს შორის ფორმდება ფორმალური კონტრაქტი, რომელშიც აღწერილია თუ რა პირობებით ხდება თანხის მიღება-ჩაბარება-დაბრუნება. ტრეიდერი ქმნის ე.წ. ოფერტას, რომელშიც აღწერს თავის პირობებს. ძირითადი მახასიათებლებია -
ა) პროცენტი, რომელსაც ტრეიდერი იტოვებს მიღებული შემოსავლიდან. პროცენტი ძირითადად მერყეობს 20%-დან 50%-მდე. მაგალითისთვის თუკი თქვენ შეიტანეთ 1000$ პამმ ანგარიშზე, რომლის ოფერტაშიც ტრეიდერის პროცენტი განსაზღვრულია 50%-ის ოდენობით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი 1000$-ით მიღებული შემოსავლის ნახევარს წაიღებს ტრეიდერი. ანუ თუკი ტრეიდერმა აჩვენა თვეში 10%-იანი მატება დეპოზიტზე, თქვენს 1000$-ზე მიღებული წილი იქნება 100$, თუმცა თქვენ მიიღებთ მხოლოდ 50$-ს.
ბ) ვაჭრობის პერიოდი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა პერიოდის შემდეგ შეგიძლიათ გაიტანოთ თქვენი ძირი თანხა (1000$ ჩვენს შემთხვვაში). ვინაიდან ყველა ტრეიდერს აქვს თავისი სტრატეგია, რომელიც შესაძლებელია ითვალისწინებდეს გრძელვადიან პოზიციებს, ტრეიდერს არ აწყობს რომ თქვენ მეორე დღესვე მოხსნათ თქვენი 1000$-ი თქვენი ანგარიშიდან და შეუმციროთ მას დეპოზიტი. ეს უკეთეს შემთხვევაში აისახება მისი ანგარიშის ე.წ. "просадка"-ზე (drawdown), უარესში კი (თუკი თქვენი ინვესტიციის წილი საკმაოდ დიდი იყო) ტრეიდერს მოუწევს ვაჭრობის შეჩერება. ამიტომ ტრეიდერი თავიდანვე განსაზღვრავს თუ რა პერიოდულობით მოხდება ე.წ. "rollover"-ი რა დროსაც მოხდება მოგება/ზარალის გაანგარიშება და შესაბამისი წილების გადანაწილება ახალი სავაჭრო პერიოდისთვის.
გ) ვადაზე ადრე გატანის ჯარიმა, რომელიც მოაკლდება თქვენს თანხას თუკი მაინც გადაწყვეტთ მის გატანას rollover-ის მორიგ ვადაზე ადრე.
2. PAMM Index-ები - ფორექს ბროკერები, რომლებსაც აქვთ პამმ პლატფორმის მხარდაჭერა, გთავაზობენ მზა პორტფელებს ინდექსების სახით. ანუ ერთ ინდექსში ინვესტირებით თქვენ ახდენთ რამოდენიმე წინასწარ შერჩეულ პამმ-ში ინვესტირებას. ინდექსები დაყოფილია შემოსავლიანობა/რისკების მიხედვით, სადაც შემოსავლიანობა რისკის პირდაპირ პროპორციულია.
3. HYIP-ები(http://en.wikipedia.org/wiki/High-yield_investment_program) - სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც გვთავაზობენ ფიქსირებულ ან ცვალებად შემოსავალს ყოველთვიურად. ამათგან 99.99% აგებულია პირამიდის პრინციპზე, პროექტების ნაწილი ამას არც მალავს, ხოლო ნაწილი ამოფარებულია სხვადასხვა საინვესტიციო გეგმასა და სტატისტიკას. ზოგი თვეებში იხურება, ზოგიც წლობით აგრძელებს მუშაობს.
4. "Доверительное управление" ანუ პირადი ტრეიდერის ინსტიტუტი - როდესაც თქვენ ანდობთ თქვენს ანგარიშს კონკრეტულ ტრეიდერს, კონკრეტული თქვენთვის მორგებული პირობებით.
ჩემი საინვესტიციო კარიერის (

) დასაწყისში გეზი ავიღე კლასიკური PAMM-ების მიმართულებით. არჩევანი შევაჩერე ორ პლატფორმაზე - ინსტაფორექსის და fx-trend-ის პამმ გარემოებზე. პირველი გვთავაზობს პროექტების დიდ არჩევანს, მეორე პამმ-ის უფრო დახვეწილ ვარიანტს, რომელშიც ჩემი ინვესტიციების ნაწილი ფაქტიურად იზღვეოდა სრულად დაკარგვისგან.
გეგმა მქონდა ასეთი - 100$-იანი ინვესტიციები სხვადასხვა პროექტებში. ვინაიდან გამოცდილება ამ დროისთვის არ გამაჩნდა, შესაბამისად შერჩევის კონკრეტული პირობებიც არ მქონდა, უბრალოდ ვეძებდი, ვაკვირდებოდი და ინტუიციაზე დაყრდნობით ვახდენდი ფულის ჩადებას. პირველივე ჯერზე როგორც აღმოჩნდა ინტუიცია არაფრად მივარგა

პირველ ინვესტიციას ალბათ ცხოვრების ბოლომდე დავიმახსოვრებ. ინსტაფორექსზე შევარჩიე ახალგახსნილი პამმ-ი შედარებით დიდი დეპოზიტით. მინდოდა ნორმალურ პროექტში ჩავრთვოდი დასაწყისიდანვე და გავყოლოდი ბოლომდე. პრინციპში ასეც გამოვიდა, უბრალოდ "ნორმალურობაში" არ გამიმართლა. ტრეიდერმა 8000$-იანი ანგარიში ზუსტად ერთ კვირაში დასვა ნოლზე და ჩემი პირველი 100$-იც თან გაიყოლა. ჩემს ფულზე იმდენად არ დამწყდა გული, რამდენადაც იმოქმედა იმ მომენტმა, რომ ვიღაცამ 8000$-ი ერთ კვირაში დაკარგა... ეხლა ამ ერთი წლის შემდეგ კი ვხვდები, რომ ასეთი შემთხვევები არ არის ერთეული გამონაკლისები, მაგრამ მაშინ ამან ძალიან დამაფიქრა.
ერთი კვირის თავზე მქონდა შერჩეული 3 პამმი ინსტაზე, ამათგან ერთი როგორც უკვე დავწერე დაიწვა, დანარჩენ ორსაც ვერ ეწია კარგი ბედი, ერთი განოლდა, მეორემ მოახერხა გამოძრომა და ამჟამად რომ ვუყურებ კვლავ მოგებაზეა გასული, თუმცა მე ჩემი ფული მცირე დანაკარგებით (საერთო ჯამში ~30$ ზარალი) ორი თვის თავზე გამოვიტანე. რომ შევაჯამოთ ინსტას "გამოცდილებამ" ბევრი რამ მასწავლა. პირველი და ყველაზე მთავარი ალბათ არის ის, რომ ნაკლებად უნდა ენდო პამმ-ის აღწერილობას და დაპირებებს. სტატისტიკა არის ერთადერთი სანდო მონაცემი, რომლითაც შეგვიძლია და უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული პამმის ღირებულება. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სხვა ინვესტორების მონაცემებს - თუკი ჩვენს მიერ შერჩეულ პამმ-ს ყავს რამოდენიმე ინვესტორი, რომელიც თვეობით ზის მინუსში და მოგება არ უნახიათ, იმის ალბათობა რომ ჩვენ მივიღებთ მოგებას ამ პამმში ინვესტრებიდან არის დაბალი. მაგრამ აქვე არის საპირისპირო მომენტიც - ნებისმიერი წარმატებული პამმი რაღაც მომენტში აღმოჩნდება "პრასადკაში" და ეს არის საუკეთესო მომენტი პამმში ინვესტიციის გასაკეთებლად! იმიტომ რომ ადრე თუ გვიან თუ ტრეიდერი მართლაც წარმატებულია, ის მოახერხებს პრასადკიდან ამოსვლას და ფაქტიურად მოგება/ზარალი დაუჯდება 0-ზე, ჩვენთვის კი ეს უკვე მოგებაა და შემოსავალი. ასევე რაც უფრო დაბალია ტრეიდერის საკომისიო და 'rollover'-ის პერიოდი, მითუფრო სანდოა ეს ტრეიდერი, ვინაიდან პირველი მეტყველებს მის აქცენტზე მოიზიდოს და შეინარჩუნოს ინვესტორები, და მეორე მეტყველებს მის გამოცდილებაზე და თავდაჯერებულობაზე საკუთარ სტრატეგიაში. ახალბედა ტრეიდერები უთითებენ გრძელვადიან 'rollover' პერიოდს, ვინაიდან წარუმატებელი პოზიციის დახურვის ნაცვლად ელოდებიან ფასის შემობრუნებას და როგორც წესი ეს ლოდინი გრძელდება განუსაზღვრელად დიდხანს და ამ დროის განმავლობაში თქვენ ფულს არ მოაქვს მოგება და ასევე არის რისკი მისი სრულად დაკარგვის. იყო ასევე ფსიქოლოგიური მომენტი - ყოველწუთში შეხვიდე კაბინეტში და გადაამოწმო რა ხდება შენს ინვესტიციებზე

რა ხდება და უმეტესობა მინუსშია, ეს იწვევს დაძაბულობას, სტრესს, არ ვიცოდი რა მექნა, გამოცდილება არ მქონდა და იმ ახალბედა ტრეიდერივით ორ ცეცხლს შუა ვიწვოდი - გამომეტანა ჩემი ფული მცირე ზარალით, თუ დავლოდებოდი ბოლომდე. ან პირიქით - პამმი მოგებაშია, დავაფიქსირო ეს მოგება (ინსტა იძლევა საშუალებას გააკეთო 'rollover'-ი, ანუ დააფიქსირო მოგება და გამოიტანო იგი ძირითად ანგარიშზე) თუ ვაცალო სანამ ტრეიდერი თვითონ არ გააკეთებს 'rollover'-ს. ეხლა უკვე ჩვევად მაქვს კვირის განმავლობაში არ მივიღო არანაირი გადაწყვეტილება, შეიძლება რამდენიმე დღე არც შევიდე კაბინეტში და მშვიდად დაველოდო შაბათ-კვირას, რომ თვალი გადავავლო არსებულ მდგომარეობას. ეს მოიტანა ორმა მომენტმა, ერთი რომ პორტფელი არაა იმ ზომის, რომ ღირდეს ნერვიულობად და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი - პორტფელში მაქვს სტაბილური პამმ-ები, რომლებიც პერიოდულად გადიან 'პრასადკაში', მაგრამ ვიცი რომ ადრე თუ გვიან ამოვლენ და განაგრძობენ სტაბილურად მუშაობას.
საერთო ჯამში ინსტაზე "მოვსინჯე" 32 ინვესტორი, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მქონდა 10$-იანი ინვესტიციებიც, უბრალოდ ინტერესისთვის, თვალყურის სადევნად. ამათგან შემიძლია გამოვყო ორი ყველაზე წარმატებული პროექტი - ერთმა იმუშავა 4 თვე და შემდეგ დახურა ანგარიში. ამ ოთხ თვეში მომიტანა 50%-იანი მოგება. მეორე მუშაობს დღემდე და ასულია 100%-ზე. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ინსტაზე ინვესტირებისგან შეიკავოთ თავი, თუკი ჩემსავით არ გაქვთ ცხვირი წამტვრეული, ვინაიდან ინსტას პამმების დიდ არჩევანში რეალურად წარმატებული პამმის მოძებნა არის ზვინში ნემსის ძებნის ტოლფასი. ინსტას პამმების სტატისტიკა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამ ბაზარზე უფრო მეტი აგებს, ვიდრე იგებს.
მეორე გარემო - fx trend, არის სრულიად განსხვავებული ინსტასგან, არც არჩევანია ძალიან დიდი და სტატისტიკა და რეიტინგი ინსტას რთული მონაცემებისგან განსხვავებით არის ძალიან მარტივი. ნებისმიერ პამმზე გვაქვს ორი სახის მონაცემი - მოგება/ზარალი თვეებისა და კვირეების მიხედვით. მორჩა. მინუსი ისაა, რომ წარმატებულ პამმებს აქვთ მაღალი მოთხოვნა მინიმალურ დეპოზიტთან მიმართებაში - 1000$-იდან და ზევით. რა თქმა უნდა ამხელა თანხების ჩადებისთვის არ ვიყავი მზად, ამიტომ მომიწია ისევ ინტუიციის ნდობა და შედარებით არარეიტინგული პამმების შერჩევა. ამ შემთხვევაში ჩემმა ინტუიციამ უფრო გაამართლა და შერჩეული 5 პამმიდან 2-მა აჩვენა ცუდი შედეგი, ამ 2ზე თავიდანვე მქონდა გეზი აღებული როგორც მაღალ რისკიანზე და შესაბამისად ინვესტიციებიც იყო მცირე, საერთო ჯამში 90$, დანარჩენმა სამმა აჩვენა დადებითი შედეგი. ერთერთმა 3 თვეში 50% მოგება, რის შემდეგაც გადავწყვიტე ინვესტიციის გამოტანა და პრინციპში არ შევმცდარვარ - გამოტანიდან 3 კვირაში გავიდა დიდ მინუსში, ხოლო ერთი თვის შემდეგ საერთოდ განოლდა. დანარჩენმა ორმა აჩვენა მიზერული მოგება და 2-3 თვის შემდეგ ეგ თანხებიც გამოვიტანე. ცოტა ხნისწინ დავხურე კიდევ ერთი ინვესტიცია 50%-იანი მოგებით, პრინციპში ამ ტრეიდერმა გააგრძელა სტაბილურად ვაჭრობა და ვფიქრობ დავუბრუნდე, უბრალოდ დაველოდები შესაბამის მომენტს.
ეხლა რაც შეეხება სხვადასხვა "სტაბილურ" პროგრამებს
FOREX FAQ 5 (post #37261093) ამან 4 წელი იმუშავა, შარშან ზაფხულში დაეწყო პრობლემები და 35მლნ-იანად გაუჩინარდა. მეორე იყო Gamma IC, რომელთანაც მე არ მქონია პირადად ურთიერთობა, მაგრამ ასევე 5 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ შეექმნა პრობლემები, თუმცა vladimirfx-ისგან განსხვავებით არ გაუჩინარებულა, პატიოსნად აღიარებს ვალდებულებას ინვესტორების წინაშე, თუმცა სასამართლოში საქმე ჯერაც არ განხილულა.
ეხლა გვაქვს Index TOP 20 და Mill trade, რომლებზეც არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ინფორმაციაში ვგულისხმობ რეალურ დასტურს იმისა, რომ ჩვენი ფულით ჯერ ერთი ვიღაცა ნამდვილად ვაჭრობს და მეორეც იმ მოგებას ნახულობს, რასაც თვის ბოლოს გვირიცხავენ. ეს არის ლამაზად შეფუთული ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც არავინ იცის როდის იფეთქებს. კონდაკოვის ანგარიშზე არის 7მლნ$, ეს არ არის ბევრი, fx trend-ზე როგორც მინიმუმ 4 ანგარიშია სადაც უფრო მეტი თანხაა განთავსებული და ამ ანგარიშების უკან რეალურად ვაჭრობს ვიღაცა, არის წვდომა მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე და ა.შ. ამ ადამიანების ისტორიაში უხვად არის წარუმატებელი მომენტები. ინდექს ტოპ 20-ის ისტორიაში მსგავსი არაფერი მოიძებნება, რაც მე პირადად მაფიქრებს იმაზე, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ხდება ხელოვნურად წაგების გადაფარვა სხვა სახსრებით, მაგალითად ახალი ინვესტორების ფულითვე. შესაბამისად ინდექს ტოპ 20-ის რეალური შემოსავალი უნდა იყო თვეში 10%-ზე მეტი, რომ შეიძლებოდეს აღნიშნული ჩავარდნების გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება და ისევ მოგებაზე გასვლა. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში სულ უფრო და უფრო გართულდება, ვინაიდან საინვესტიციო პორტფელის ზრდასთან ერთად გაიზრდება წარუმატებლობის შემთხვევაში დანაკარგები, ხოლო ინვესტიციების ნაკადი რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო შემცირდება. დადგება მომენტი როდესაც ტოპ 20 უბრალოდ გახდება არარენტაბელური მისი მფლობელებისთვის. აი აქ კი უკვე ყველაფერი დამოკიდებულია ამ მფლობელებზე, რას მოიმოქმედებენ ისინი, პატიოსნად დახურავენ პროგრამას თუ მოტყდებიან? ისტორიას თუ დავუჯერებთ სხვისი ფულების "შეჭმა" ბევრს შერჩა და არამგონია აწი რაიმე შეიცვალოს ამ მხრივ.
უბრალოდ დაფიქრდით, 20-იდან მხოლოდ ორი ტრეიდერის ანგარიშია ხელმისაწვდომი, ამ ორიდანაც ბერეჟნოის ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ ჩვენი ფული რეალურ საფრთხეშია, ეხლაც ტიპს აშკარად ორივე მხარეს აქვს პოზიციები გახსნილი, ვინაიდან ბალანსი იზრდება და equity კი არ იცვლება. კი, ცალკე ეს ერთი აღებული ტრეიდერი წარმატებულია და რამე რომ იყოს 100$-ს ანდობდა კაცი, მაგრამ ასეთი მიდგომით ვაჭრობა პროგრამაში, სადაც ყოველთვიურად გინდა არ გინდა ინვესტორს ~10% უნდა გადაუხადო.... ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია მე. მითუმეტეს აგერ ორი მაგალითია იმისა, რომ წლობით სტაბილური მუშაობის შემდეგ ფაქტიურად რამდენიმე დღეში უამრავმა ინვესტორმა დაკარგა თავისი ინვესტიცია. არადა იქაც ჩვეულებრივად ხალხს შეჰქონდა და გამოჰქონდა ფული უპრობლემოდ. წლების განმავლობაში. და ვერავინ ვერასოდეს ვერ იტყოდა, რომ მორჩა, ეხლა უნდა გამოვიტანო მთელი ფული, იმიტომ რომ ეხლა თუ არ გამოვიტანე მერე ვეღარ გამოვიტან. ეს გამორიცხულია.
ამიტომაც არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ რასთან გვაქვს საქმე - ეს არის რისკები, რისკები და კიდევ ერთხელ რისკები. ტოპ 20 გვიზიდავს თავის სიმარტივით და მაღალი შემოსავლით, მასე MMM-შიც შეჰქონდა ხალხს ფული, იმიტომ რომ ლამაზად იყო შეფუთული (რეკლამები გეხსომებათ

) ვიღაცამ მაგ დროს იხეირა, ვიღაცა კი უსახლკაროდ დარჩა. აქაც ეგრეა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დავკარგოთ ფული, ამიტომაც ნუ ჩავდებთ იმაზე მეტს, ვიდრე მზად ვართ დავკარგოთ და დავკმაყოფილდეთ მცირეს და დროულად გამოვიდეთ პროგრამიდან.
ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ინტერნეტ-ინვესტიციები საჭიროებს დიდ ძალისხმევას, ეს არ არის უბრალოდ ფულის შეტანა და შემდეგ ყოველი თვის ბოლოს მოგების დათვლა და ოქროს კოშკების აგება, ეს დაივიწყეთ. თუმცა არის პერსპექტიული საქმე თუ მივუდგებით როგორც ნებისმიერ სხვა საქმეს, იგი საჭიროებს შრომას, შრომას და კიდევ ერთხელ შრომას.
ბარემ ბოლო პუნქტზეც ვთქვათ, "Доверительное управление" არის კონკრეტული ტრეიდერისთვის ფულის ჩაბარება. არანაირი გარანტიები, რომ ტრეიდერი ამ ფულს არ დაკარგავს, მხოლოდ ტრეიდერის რეპუტაცია. წარმატებული ტრეიდერები ითხოვენ მსხვილ დეპოზიტს სამუშაოდ, 100 და 1000 $-იან ანგარიშს ხელს არავინ მოკიდებს, იგივე კონდაკოვთან მინიმალური დეპოზიტი 10,000$-იდან იწყება თუ არ ვცდები.
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ