ევრო დოლარზე დაყარეთ აზრები, კვირის დასაწყისში როგორ განვითარდება მოვლენები, მაინტერესებს თქვენი შეხედულება ტრეიდერებო.
კონკრეტული შეფასებები მივცეთ ყველაფერს
1) ტრენდის ძირითადი მიმართულება, ამასთან მიზეზი მოკლედ
2) ამ კვირის გეპი როგორი იქნება და როგორ განვითარდება ორშაბათ-სამშაბათის სანთლები დღიურ გრაფიკზე
3) დეი ტრეიდერები როგორი ორდერების გახსნას აპირებთ ორშაბათს და რა მონაკვეთში
4) სვინგ ტრეიდერები როდისთვის აპირებთ გახსნათ ორდერი და რა მიმართულებით ამ კვირაში
მიუთითეთ სტოპ ლოსები
5) დაწერეთ სუფორთ რეზისთენს პირველადი ძლიერი დონეები თქვენი აზრით დეი ტრეიდერებო.
მე პირადად დეი ტრეიდერი ვარ. ჩემი პასუხები ესეთია
1) ძლიერი დაუნტრენდია და სავარაუდოდ ამ კვირაშიც შეინარჩუნებს ძალას, 4 ივე ემა ზემოდან არის მოქცეული და ემეისიდიც 12, 26, 9, გვიქადის იგივეს
2) ამ კვირის გეპს რაც შეეხება დიდი შანსია ბულიში იყოს, ნელი სტოჰა ოვერსოლდის ტერიტორიაზეა და მაღალი გეპი თუ არა ველოდებით ორშაბათ, სამშაბათს ხარისებრ ნახტომს, 1.3785 ამდე, ამას მხარს უჭერს ხუთშაბათს განვითარებული სანთელიც ჩაქუჩის სახით და ამჟამინდელი ძლიერი სუფორთ დონე 1.3675
ასე რომ დაველოდები ორშაბათ დღეს როგორი იქნება გეპი და იმის მიხედვით გავხსნი ორდერს, თუ გეპი იქნება საკმაოდ მაღალი ხარისებრი მაშინ მოვერიდები ბაზარზე შესვლას და დაველოდები სამშაბათს, თუ უმნიშვნელო გეპი იქნება დაველოდები სუფორთ დონესთან მიახლოებას და აუცილებლად გავხსნი გრძელ პოზიციას სტოპ ლოსს განვათავსებ 1.3665 პროფიტს კი 1.3775 ზე.
მეტი დრო ნამდვილად არ მაქვს თორემ გაგაცნობდით ჩემს აზრს ოქროსა და სხვა სავალუტო წყვილებზე თავიდან ამით დავკმაყოფილდები ყოველ დღიურ მოკვლევას დავდებ მხოლოდ ევრო დოლარზე შემოკლებული სახით. ფუნდამენტალურ მხარეს არ შევეხები რადგან დიდი დრო მიაქვს ანალიზს და თუ გექნებათ სურვილი ინგლისური სახით შემოგთავაზებთ.
მადლობა ყურადღებისთვის

და წარმატებულ სავაჭრო კვირას გისურვებთ თვითოეულს