ჩემი ორდერი არ დახურულა და იმედი მაქვს ექნება ნახტომი, ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს
1) 1.3700 წარმოქმნილი "ხარისებრი ჩაქუჩი"
2) ძლიერი სუფორთი 1.3675 ზე
3) ნელი სტოჰა გადაყიდვის ტერიტორიაზე

საერთოდ აღიარებული რეკომენდაციაა: სტოპ ლოსი განვათავსოთ ყიდვის შემთხვევაში სუფორთის დაბლა
ამ შემთხვევაში 10 პუნქტით. და გაყიდვის შემთხვევაში პირიქით რეზისთენსის ზემოთ
საერთო ჯამში ევრო დოლარს აქვს დაუნტრენდი და ეს ესეც იქნება გაგრძელდება ჩემის აზრით თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა. დაუნტრენდის განსაზღვრაში გვეხმარება რამოდენიმე ასპეკტი
1) 4 ივე "ემა" არის ფასის ზემოდან მოქცეული (სურათზეც ჩანს)
2) ემეისიდის მაჩვენებელი
3) ფუნდამენტალური მონაცემები:
ევრო დოლარმა გააგრძელა ვარდნა ბოლო კვირის დასაწყისიდან, სუსტი "ჯიდიპი"ს და "სიპიაის" გამოქვეყნების საფუძველზე, "იბისის" ბოლო პრესკონფერენციამაც შეუწყო ხელი ამ მოვლენებს. რამოდენიმე სერიოზული კომენტარის შემდეგ.
როგორც წინა პოსტებში ავღნიშნე დეი ტრეიდერი ვარ და ორდერს არ ვტოვებ 8 საათზე მეტ ხანს. ასე რომ ჩემი მონადირების საგნად იქცა, პირველად რაც ავღნიშნე ნახტომი ამჟამინდელი სუფორთიდან.
ხოლო ძლიერი რეზისთენსი გვაქვს 1.3785 ზე.
* * *
მინდა დავამატო ხვალინდელი მნიშვნელოვნი ეკონომიკური ღონისძიებები, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება ევრო დოლარის შემთხვევაში.
4:00 GMT Bank of Japan Monetary Policy Statement and Press Conference
9:30 GMT Bank of England Monetary Policy Meeting Minutes
9:30 GMT UK Retail Sales
19:00 GMT Federal Open Market Committee’s Meeting Minutes
This post has been edited by გიო-ჩო on 20 May 2014, 19:19
მიმაგრებული სურათი