Blogermani
კომპიუტერს არ ვაკადრებ ფორექს პლარფორმის ჩაწერას. ჩემი მიზანი ის კი არ არის ტვალში თითი ვთხარო ვინმეს ის არის რომ პრაგმატული ტიპები გამრავლდნენ იცოდნენ ფასი საუბრობდნენ ფინანსურ დოკუმენტებზე და ადგენდნენ ფასს რეალურს ფინანსური ანალიზის საფუძველზე, აქ მინდა რომ დისკუსია გაიმარტოს კომპანიების ბიზნეს მოდელზე რაში იგებს ფულს კომპანია რაში აგებს, როგორ პროდუქტს უშვებს ვარგა არ ვარგა, ეს პრაგმატული მიდგომა განათლების განვიტარების შესანიშნავი მიდგომაა და IQ კოეფიციენტსაც წევს მაღლა უამრავ რამეს სწავლობ ადამიანი როცა ესეთი საზოგადოების წევრი ან დამსწრე ხდები სხვა თვალით იყურები სხვა შეფასების შაბლონები გიჩნდება, მაგრამ ამას დიდი ინფორმაციის გადამუშავება და ანალიტიკური აზროვნება ჭირდება, რაც ესე გვეზარება და გვიჭირს ქართველებს. რა ფორექსდან მოვდივარ ვერხვდები და ხუმრობ? საფუზველში ვიცი რომ მაგარი აფერისტობაა მარტივი კითხვა დასვით აზზზე არ ხართ თქვენი ფული სინამდვილეშ სად მიდის, ფული უკან ვერ გამოგაქვთ და კიდე ფორექსიო
* * *
ვისაც არ დაგეზარებათ წაიკითხეთ ეს სტატია გაუკეთე ერთ გაზეთს, ბევრისთვის ახალი იქნება დარწმუნებული ვარ როგორ აგენერირებს ფეისბუქი თავის შემოსავალს.
ეს მიდგომა ტრეიდში არის აზრიანი და გამართლებული. ჩემი ქმედება ესეთი და მსგავსი ფინანსური ანალიზების შედეგზე არის დაფუძნებული და მერე ტექ ანალიძთ უკვე პოზიციების აღება საჭირო დროს.
ეს გამოქვეყნდა ორშაბათს გაზეთ "ბანკები და ფინანსები"–ში
ფეისბუქის მთლიანი შემოსავლების 80% ზე მეტს აგენერირებს Facebook Tex & Display Ads ეს არის ფეისბუქის გვერდებზე განთავსებული სარეკლამო რგოლები, ამა თუ იმ გვერდის, ან ბლოგის პრომოუტინგიდან შემოსული თანხები.
ქვემოთ ჩვენ გამოვყობთ იმ ძირითად მიმართულებებს რა მიმართულებებიც უმნიშვნელოვანია ფეისბუქის შემოსავლების გენერეციისთვის და რაც არის საყურადღებო ნებისმიერისთვის ინვესტორი იქნება თუ ჰეჯფონდ მენეჯერი, რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს ფეისბუქის აქციების ყიდვით.
2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ფეისბუქის საშვალო თვიური ვიზიტორი გაიზარდა წინა წლის პირველ კვარტალტან შედარებით 34% ით და 2014 წლის პირველი კვარტლის (31 მარტის ჩათვლით) მონაცემით შეადგინა 1,28 მილიარდი. ჯერჯერობით ფეისბუქისთვის აუთვისებელი ბაზარი როგორიც არის ჩინეთი ( სადაც ჯერჯერობით ფეისბუქი მომხმარებლებისთვის ჩაკეტილია თუმცა მალე ამ ბაზარზე შესვლას გეგმავს) ამ ბაზრებში შესვლა ფეისბუქის მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაზრდის შესაბამისად შემოსავალსაც.
შემოსავალი/გვერდის ნახვიდან: ფეისბუქის 2014 წლის პირველი კვარტლის შემოსავალმა შეადგიანა 2.50 მილიარდი რომელიც 72% ით მეტია 2013 წლის იგივე პერიოდის შემოსავალთან მიმართებაში, ხოლო აქედან 2.27 მილიარდი დაგენერირდა რეკლამების მიერ, რომლებსაც ფეისბუქის მომხმარებელი ხშირად ნახულობს თავის ფეისბუქის გვერდზე. შემოსავალი გავყოთ კვარტლური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობაზე მოგვცემს ერთი ვიზიტორის მიერ გენერირებულ თანხას ARPU ( average revenue per user ) 2.27 მილიარდი (გენერირებული შემოსავალი რეკლამების მიერ)/ 1,28 მილიარდი (კვარტლის უნიკალური აქტიური უზერზე) = $1,77 ანუ ერთმა უნიკალურმა უზერმა კვარტალში დააგენერირა 1,77 დოლარი. ეს მხოლოდ რეკლამიდან გენერირებული შემოსავალია. რათქმაუნდა აქტიური უზერების მრავლება შესაბამის შემოსავლების ზრდასთან პროპორციულია. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ კომპანიისთვის ჩინეთის ბაზარი. ჩინეთი არის უდიდესი ბაზარი ინტერნეტმოხმარების მხრივ მსოფლიოში, დაახლოებით 618 მილიონი აქტიური ინტერნეტმომხმარებელი არის რეგისტრირებული და 81% აქედან ასევე არის მობილური ინტერნეტის მომხმარებელი. McKinsey რეპორტის მიხედვით ჩინეთის ერთი ინტერნეტ მომხმარებლის მიერ სოციალური საიტებზე აქტივობა ბევრად აჭარბებს სხვა ქვეყებისას.
Facebook Tex & Display Ads
როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს დივიზია არის Facebook-ის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დივიზია შემსავლების გენერაციის მხრივ, 80% შემოსავლებისა ეს დივიზიონი აგენერირებს. ესეთი მაღალი შემოსავლებს 2 ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: მისი გავრცელების მაშტაბი და მომხმარებლების აქტივობა უამრავი აქტივობების მხრივ. მაგალითისთვის უამრავი მედია ბიზნესი თავის ინფორმაციას, გარდა ტელევიზიისა და პრესისა ავრცელებს Facebook-ის საშვალებით მომხმარებლებს მომხმარებლები ერთ სივრცეში მეგობრებსაც ეკონტაქტებიან და ინფორმაციასაც ეცნობიან ეს ქმნის კომფორტს, Fcebook-ის რეპორტინგი ასევე ზომავს თუ რამდენიხანი ჩერდება მომხმარებელი გვერდზე აქტივობიდან აქტივობამდე. და რეპორტის მიხედვით ეს დრო მზარდია.
ვირტუალური საქონლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი
შემდეგი დიდი თანხის მაგენერირებელი არის ვირტუალირი საქონლის გაყიდვა სოციალური თამაშების აპლიკაციებიდან. ძირითადი game developer-ია Zynga, ამ კომპანიის უამრავი თამაშს სთავაზობს Facebookი თავის მომხმარებლებს. მათ შორი პოპულარულია Farmwill. Mafia Wars. Zynga poker. მომხმარებლები რეალურ ფულს ხარჯავენ ვირტუალური ნივთების შესაძენად ამ თამაშებში, მაგალითად პოკერის ფიშკების შესაძენად, farmwill-ში ვირტუალური ტრაქტორის ან კომბაინის შესაძენათ, რომლებიც რათქმაუნდა ვირტუალურია, მხოლოდ თამაშისთვის არის გამიზნული, ხოლო თანხა რომელიც ამ ნივთების შესაძენად მომხმარებელი ხარჯავს რეალურია. Zynga- ს თამაშების მიერ გენერირებული თანხა Facebook-ის შემოსავლების 12% შეადგინა 2013 წელს ხოლო ამ დროისთვის 15% ამდე გაიზარდა ანუ 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემთ შეადგინა 230 მილიონი დოლარი.
Facebook-ის მობილური პლატფორმა რომელიც მომავალი შემოსავლების ზრდის საწინდარია
Facebook-ის მენეჯმენტი ძალას არ იშურებს მობილური აპლიკაციების შექმნის მიმართულებით, კომპანიას კარგად ააქვს გათვითცნობიერებული მობილური მარკეტის მნიშვნელობა, მობილური პლატფორმებიდან შემოსავლების კონტრიბუცია მზარდია 2012 წლის მესამე კვარტლის შემოსავლების 14 % შეადგენდა მობილური პლატფორმების მიერ გენერირებული თანხა 2013 წლის მე-4 კვარტალში კი მა მობილური პლატფორმებიდან გენერირებული თანხა შემოსავლის 53% ადგენს 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემით ეს % მაჩვენებელი 63% აღწევს. კომპანიას ააქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა გამოიყენოს თავის მომხმარებლის დემოგრაფიული/სოციალური მონაცემები რათა უკე მოახდინოს სწორი სარეკლამო ინფორმაციების მიწოდება შესაბამის მომხმარებელზე, ანუ რეკლამის ჩვენება გვერდზე სეგმენტირებულად მოახდინოს, აჩვენო ისეთი რეკლამა ისეთ მომხმარებელს რომელიც დიდი ალბათობით იქნება დაინტერესებული იმ პროდუქტში რის რეკლამასაც აჩვენებს. ესეთი მიდგომის შემთხვევეაში მას სარეკლამო ფასის გაზრდაც შეუძლია
Google + ააქვს მომხმარებლების მოზიდვის უპირატესობა
Google + არის Facebook-ის ყველაზე დიდი კონკურენტი, 2013 წლის ბოლოს Google + ის აქტიურმა მომხმარებლებმა მიარწია 540 მილიონს. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ამ მხრივ Google + ის გააქტიურება აგრესიული პრომოუშენებით თავისი სხვა სერვისებიდან როგორიცაა Youtube.
სოციალური ქსელების კომერცია მზარდი მიმართულებაა
Emarketer-ის კვლევის შედეგად, გლობალური სოციალური კომერციული ბაზარი მზარდია, 2011წელს $5 მილიარდი დოლარიდან $30 მილიარდ დოლარამდე 2015 წლისთვის. Faceboook- გეგმავს ასევე განავითაროს ეს მიმართულება და თავის პლარფორმიდან გაყიდოს ფიზიკური ნივთები და საქონელი. ეს საქონელი შეიძლება იყოს იმ კომპანიების საქონელი რომელ კომპანიებსაც ააქვთ Facebook-ზე კორპორატიული გვერდი და ყავთ მილიონობით ადამიანი ვისაც დალაიქებული აქვთ ამა თუ იმ კომპანიის გვერდი, ანუ კორპორატიული გვერდი უქციოს ასევე გაყიდვის წერტილად. ეს ქმედება პირდაპირ კონკურეციას უწევს უკვე Amazon-ს და ebay-ს
შევაფასოთ Facebook-ის აქცია რამდენად ძვირია რეალური ღიებულებასთან
შეფასების ეს მოდელი არის უმარტივესი და უხეში. გრძელვადიანი ინვესტიციისთვის კომპანიის შეფასება იმ ხერხით რა ხერხსაც შემოგთავაზებთ არ არის გამართლებული და მხოლოდ ამ შეფასების ხარჯზე არ უნდა მიიღოთ აქციის ყიდვის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება შემდგომ ძირეულ ფუნდამენტალურ ძიებას მოითხოვს, ეს არის მხოლოდ მოდელი, კომპანიის აქციების არჩევის დროს მე ამ ხერხს მივმართავ თავიდან რომელი სექტორის რომელი კომპანია აკმაყოფილებს იმ გათვლას რომელსაც შემოგთავაზებთ ეს არის ერთგვარი ფილტრი და შემდეგ ვიწყებთ უფრო ღრმად ძიებას,
იდეა შემდეგში მდგომარეობს. არსებობს ესეთი კოეფიციენტი PE Ratio (Price Earnings Ratio) ეს გამოითვლება შემდეგნაირად აქციის ფასი ამ შემთხვევაში Facebook-ის ფასი გაყოფილი მისი წლიური მოგების 1 აქციის წილზე ანუ 2013 წლის მოგება ერთ აქციაზე იყო 0,87 ცენტი ( მთლიანი მოგების გასაგებად ეს ციფრო მრავლდება გამოშვებული აქციების რაოდენობაზე ) ანუ ერთ აქციაზე მთლიანი მოგება რომ ავიღოთ და გავყოთ აქციის ფასზე გავიგებთ აქციის ფასი რამდენად ძვირია მის 1 წლის მოგებაზე ამ მაგალითის შემთხვევაში Facebook-ის აქციის ფასია $60,52/0,87=69,52 ანუ დაახლებით 70 ჯერ ძვირი ღირს ერთი აქცია მის 1 წლის წილ მოგებაზე, ეს ძალიან ძვირი ფასია.