მე ვფიქრობ რომ ვინც ჯერ არ იცის, საინტერესო იქნება იმ განსხვავების შესახებ საუბარი რომელის სადილინგო ცენტრსა და ECN სისტემით მომუშავე ბროკერს შორის არის. საქართველოში მაგ მხრივ არსებობს ირანული ჰოლდინგის კომპანია STOX-ი, რომელიც შვეიცარული ბანკი ბროკერი Dukascopy-ს პლატფორმის პროვაიდერია საქართველოში. Dukascopy იყენებს ECN სისტემას და შესაბამისად STOX-ის საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი პლატფორმით.
ესეიგი, მოდით განვასხვავოთ ყველაფერი ერთმანეთისგან რომ ვიცოდეთ ბროკერის არჩევისას ვისთან და რასთან გვაქვს საქმე:
დილერები და ბროკერები. რაშია განსხვავება?
ტერმინების არცოდნა იწვევს გარკვეულ გაურკვევლობას და ზოგჯერ დავასაც იმ ხალხში ვინც ცდილობს ტრეიდერის პროფესიას დაეუფლოს. მე შევეცდები მოკლედ განვასხვავო დილერები და ბროკერები ერთმანეთისგან.
1. საბირჟო ბროკერი - ფინანსური შუამავალი, რომელიც ბირჟის მიერ უნდა იყოს რეგისტრირებული და დაკავებული კლიენტის დაკვეთით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით.
- არ ხდება ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე
- იღებს საკომისიოს
- ვალდებულია კლიენტს შესთავაზოს საუკეთესო ფასი
2. დილერი - პირი ან ფირმა, რომელიც ასრულებს სავაჭრო ან საბირჟო შუამავლობას საკუთარი ხარჯებით და საკუთარი სახელით. ბირჟაზე ადგილის ქონა არ არის სავალდებულო. ახდენს ნებისმიერი სახის აქტივების და ფასიანი ქაღალდების კოტირებას.
სადილინგო ცენტრის შემთხვევაში(რაც უნდა ვიცოდეთ) - ახდენს კოტირების ნაკადის ფორმირებას. იღებს კლიენტის ფულად შემონატანს მის ანგარიშზე და ახორციელებს გადახდებს.
დილერის შემოსავალი მდგომარეობს ყიდვა-გაყიდვის ფასებს შორის სხვაობაში(სპრედი), ასევე კლიენტის წაგების შემთხვევაში დაკარგული თანხიდან.
გამომდინარე აქედან :
ბროკერი - არის ორგანიზაცია რომელსაც უშუალოდ გაყავს თავისი კლიენტი ბირჟაზე. ბირჟა კი არის ადგილი სადაც ფასი დემოკრატიული გზებით ყალიბდება! იმ შემთხვევაში თუ ბროკერი ბოროტად გამოიყენებს ფასის მაჩვენებლებს, არსებობს შესაბამისი ორგანოები სადაც შეგიძლიათ გაასაჩივროთ.
ბროკერს არ შეუძლია ფასის თავისებური ვერსია შემოგთავაზოთ(ანუ მოახდინოს კოტირება), ის ვალდებულია ბირჟის ფასები მოგაწოდოთ და თქვენი ბრძანება უშუალოდ ბირჟაზე გაიტანოს.
დილერი - არის ორგანიზაცია რომელსაც აქვს უფლება მოახდინოს ვალუტის ფასების კოტირება. დილერის საშუალებით ვაჭრობისას კლიენტების ბრძანებები დილერის არსიდან გამომდინარე შეიძლება გატანილი იქნეს ბირჟაზე ან ჩარიცხული საკუთარ ბალანსზე . დილერს აქვს უფლება თავის კლიენტს საკუთარი ფასი შესთავაზოს.
მაშინ ECN რაღა არის?
ECN (Electronic Communication Network) - წარმოადგენს ვაჭრობის ავტომატური ორგანიზების მეთოდს, რომლის დროსაც ლიკვიდურობის წყაროები ერთ ელექტრობულ სისტემას არიან მიერთებულები საიდანაც ახორციელებენ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.
ერთერთი ყველაზე ცნობილი და მსხვილი ECN არის EBS და RD 3000 სადაც ფორექსზე ვაჭრობის უმეტესი ოპერაციები სრულდება.
ანუ ბროკერი რომელიც თქვენ ფორექსზე ვაჭრობის საშუალებას გაძლევთ აქვს დადებული სპეციალური ხელშეკრულებები მსხვილ ბანკებთან და თავისი ECN-ის საშუალებით გადასცემს ამ თქვენს ბრძანებას უშუალოდ ბანკებს რომელიც ლიკვიდურობას უზრუნველყოფენ(ანუ თქვენი ორდერის მომენტალურ შესრულებას).
მოდით საბოლოო დასკვნები გამოვიტანოთ:
- სადილინგო ცენტრებისგან განსხვავებით, კომპანია რომელიც ECN-ით ვაჭრობას გთავაზობთ არ იმყოფება კლიენტთან ინტერესთა კონფლიქტში. მისი შემოსავალი მხოლოდ სპრედში მდგომარეობს რომელიც აუცილებლად ცვალებადია(ანუ არა ფიქსირებული).
- სადილინგო ცენტრებისგან განსხვავებით, ბროკერის შემოსავალი მდგომარეობს მხოლოს იმ საკომისიოებში რომელსაც თქვენი ორდერებიდან ღებულობს.
- სადილინგო ცენტრებისგან განსხვავებით, ბროკერს უშუალოდ გააქვს თქვენი ბრძანება კონტრაგენტ ბანკთან რომელიც სთავაზობს საუკეთესო კოტირებას მიმდინარე მომენტისათვის.
ასე რომ ECN ბროკერსა და კლიენტს შორის არ არის ინტერესთა კონფლიქტი.
ECN თუ სადილინგო ცენტრი? - რა თქმა უნდა სადილინგო ცენტრებიც არსებობს ნორმალური რეპუტაციის მქონე და ისეთები რომლებიც ბოროტად არ იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს, მაგრამ ვფიქრობ მაინც თქვენზეა დამოკიდებული რა გირჩევნიათ ზემოთ მოყვანილი განმარტებიდან გამომდინარე.
მე პირადად ECN-ს ვენდობი, მაგრამ თქვენი პოზიცია თქვენ გადასაწყვეტია..
ასევე მინდა უყუროთ ამ ვიდეოს, ძალიან საინტერესოა...
https://www.youtube.com/watch?v=bGWAEX5xtpY ვიდეოს ECNJEsus ქვია მაგრამ ასახავს მარკეტ მეიკერების მოქმედებებს, რომელბსაც ECN არ მიეკუთვნება

STOX-ის შესახებ თუ რამე გაინტერესებს, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მომწერეთ პირადში...
https://www.facebook.com/stoxco This post has been edited by GoldSeeker on 18 Jul 2014, 13:03