#40152332 · 10 Mar 2014, 21:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
StartUp მარანი! თუ, თქვენ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს - იდეა ან ,უბრალოდ, ბიზნესის დაწყების სურვილი, მაშინ ეს ღონისძიება თქვენთვისაა. ჩვენ გაძლევთ არაჩვეულებრივ შანსს, აქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად!
2014 წელს, startup.ge-ისა და Green Capital-ის ორგანიზებით, StartUp მარანი თბილისში პირველად 28-29 მარტს გაიმართება! როგორი იდეებია მისაღები? ნებისმიერი იდეა ნებისმიერ სფეროში მისაღებია. Startup მარანი-ს ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, წარმოადგინოს იდეა, დაამუშავოს და მოამზადოს პრეზენტაციაზე წარსადგენად, რაშიც ჩვენი გუნდი დაეხმარება. თუ თქვენ არ გაქვთ იდეა, მაგრამ გსურთ, წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი, ჩვენ გთავაზობთ იდეებს, თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი, დაამუშავოთ და წარუდგინოთ ინვესტორებს! ღონისძიების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ინვესტორებს ექნებათ საშუალება დაუკავშირდნენ მათ მიერ შერჩეულ მონაწილეებს და დაიწყონ მოლაპარაკება დაფინანსებაზე. ხოლო იმ იდეებს, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას, მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში, განვათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.startup.ge , სადაც ნებისმიერ მნახველს შეეძლება დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდეს იდეის ავტორს.
აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 6 მარტი. ღონისძიება გაიმართება 28-29 მარტს. ასევე, საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვა ქვეყნის მსგავსი ტიპის პროექტებში და მოიპოვონ დაფინანსება.
მაშ ასე! არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი! შეავსეთ აპლიკაცია დღესვე და მიიღეთ შესაძლებლობა, გახდეთ პროექტის მონაწილე!
იხილეთ თანდართული აპლიკაციის ფორმა
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდებს: Official Facebook Page www.startup.ge დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: მობ: 598 67 12 48 ტელ: 2 18 38 21 ელ.ფოსტა: marani@startup.ge
|