მოკლედ. კვალიფიციური ბუღალტრებისთვის ახალი ამბავი არ არის, მაგრამ დამწყებებს გამოგადგებათ ვინც ორის ბუღალტერიაში მუშაობთ.
თუ გყავთ ორგანიზაცია, რომელიც მუდმივ აღრიცხვაზეა გასწავლით პირდაპირ საქონლის იმპორტს ორისის პროგრამაში - 1610 ანგარიშზე დასმას იმ დასახელებით რა დასახელებაც ზედნადებშია მითითებული. (სხვა პროგრამებზეც მუშაობს რა თქმა უნდა, უბრალოდ მე არ მიმუშავია)
პირველი ნაბიჯი. ვარეგისტრირებთ პორტალზე ცალკე მომხმარებელს

აიპი მისამართის გაგება შეგიძლიათ
http://www.myipaddress.com -ზე
მეორე ნაბიჯი
შედიხართ სამეურნეო ოპერაციებში / საქონელი / დღგ-ს გან გათავისუფლებული ან დღგ 18% თუ დღგ-ს გადამხდელია ორგანიზაცია. მიყვებით ბრძანებას და საბოლოოდ მივალთ იქამდე სადაც იწერება მომხმარებლის მონაცემები, რომელიც შევქმენით პორტალზე.

შემდეგ
დააწვებით ღილაკს - ჩამოვტვირთოთ ზედნადებები. გამოჩნდება ჩვენზედ გამოწერილი ზედნადებები. იქ ფილტრია და შეგიძლიათ ზედნადების ნომრის მიხედვით მოძებნოთ. დიაპაზონი მიუთითოთ და ასე შემდეგ. დაამუღამებთ.

მომდევნო ეტაპი.
დადგებით შესაბამის ზედნადებზე და დააწვებით ღილაკს ,,მხოლოდ ჩამოვტვირთოთ''
გაჩნდება ასეთი ფანჯარა

ამის მერე მიუთითეთ მშობელი ანგარიში . 1610 , ან ქვეანგარიში გახსენით და საქონელი დაყავით ოჯახებად.(ელ საქონელი ცალკე, საღებავები ცალკე და ა.შ) არ დაგავიყდეთ საქონლის დამატება სასაქონლო ბაზაში.
ასევე არ დაგავიწყდეთ სასაქონლ ბაზაში საქონლის დამატება . კოდს მიანიჭებს თვითონ.
განაგრძობთ OK, მიუთითებთ 3110-ს და დანარჩენს ავტომატურად გააკეთებს.

ეს ჩემს მიერ აწყობოლი ერთ ერთი ორგანიზაცია.

კარგი იქნება თუ პრაქტიკულ რჩევებს გავუზიარებთ ერთმანეთს სამუშაოს გამარტივების მიზნით.
კითხვების შემთხვევაში შემიძლია დაგეხმაროთ , ოღOნდ მხოლოდ შაბათ კვირას
* * *
აბდაუბდად მიწერია, პირველი ტუტორიალია და არც ფოტოშოპი ვიცი ნორმალურად რომ ავაწყო. არც ვიდეოს გადამღები მაქვს, მაგრამ ვისაც სურვილი გექნებათ დაგეხმარებით.