გამარჯობა, რამდენიმე შეკითხვა მაქვს
1)შპს-ს ყავს დამფუძნებელი 100%-იანი წილით. როგორც ვიცი საწესდებო კაპიტალის გაზრდა-შემცირება ერთი პარტნიორის შემთხვევაში კრების ოქმის ნაცვლად უნდა მოხდეს გადაწყვეტილებით.
ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილების ფორმა დაახლოებით როგორი უნდა იყოს მაინტერესებს, რა ტექსტი უნდა ეწეროს. მადლობა წინასწარ
2) საგადასახადო მიზნებისთვის რომელი თარიღი ითვლება წილის წარმოშობის თარიღად, ა) როცა დარეგისტრირდა შპს და შესაბამისად გაფორმდა რომ 100% წილის მფლობელი იყო ფიზიკური პირი, თუ ბ) როცა მოხდა კაპიტალის გაზრდა, ანუ შემოიტანა თანხები ფიზიკურმა პირმა.
3)შპს ახდენს ვალუტის კონვერტაციას და არ აქვს ქვითარი. ამ შემთხვევაში საგადასახადო კუთხით დარღვევაში რო არ ჩაითვალოს რამდენად სწორია რომ კონვერტაციაზე გადატანაც და ჩარიცხვაც იმ დღის ეროვნული ბანკის კურსით მოხდეს.
აბა თუ ვინმემ რაიმე იცით ამ კითხვებიდან დაწერეთ დამეხმარებით

წინასწარ მადლობა.