გამარჯობათ ბუღალტრებო, თქვენი აზრი მაინტერესებს შემდეგ საკითხთან დაკავშრებით:
დავამთავრე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (წითელ დიპლომზე მაგრამ რათ გინდა)
ეისისიეის 4წიგნი მაქვს გავლილი ACCA ქართულ სექტორზე, 2ჩაბარებული, 2 ჩასაბარებელი.
ვმუშაობ თიბისიში ოპერატორების ჯგუფის უფროსად,
მინდა ბუღალტერიის სფეროშ მუშაობა, მხოლოდ ერთხელ იყო შანსი 300 ლარად მაგრამ არ ვიყავი თანახმა.
მოკლედ ზოგადად ყველა გამოცდილაბას ითხოვს, და რანაირად უნდა დავაგროვო გამოცდილება როცა გამოუცდელი არავის უნდა ვერ გავიგე.

ეხლა მაგისტრატურაში მინდა ჩაბარება თან არ ვიცი ACCA ქართული სექტორი გავაგრძელო თუ ინგლისური სექტორი დავიწყო თავიდან. მაგისტრატურა თსუს ფინანსების ფაკულტეტზე გავაგრძელო თუ კავკასიის ბიზნეს სკოლაში, რომელი ჯობია ფინანსურ სექტორში მუშაობის დასაწყებად.
გთხოვთ მირჩიოთ, ძალიან მჭირდება გამოცდილი ადამიანების რჩევა, წინასწარ დიდი მადლობა