გამარჯობა კეთილო ფორუმელებო,
პირდაპირ ვიტყვი რო ბუღალტერიის ბევრი არაფერი მესმის ;დ
გაგაცნობთ ჩემს სიტუაციას და თუ ვინმე გამოიჩენს კეთილ ნებას და სურვილს ამიხსენით რა და როგორ უნდა ვქნა, თორე დავიტანჯე კაცი და მერე საგადასახადო უარესს მიზამს...
მოკლედ და კონკრეტულად რო მოვყვე,
დავაარსე შპს 20 აგვისტოს, 2015 წელს, დამფუძნებელიც მე ვარ და დირექტორიც, არც თანამშრომელი მყავს და არც არაფერი..
ვაგზავნი საერთაშორისო გზავნილებს( შუამავალი ვარ და ერთადერთი ის ვიცი რო დღგ ნულოვნად იბეგრება მსგავსი სახის მომსახურება)
ესეთი რამე მაინტერესებს, rs.ge ზე ჩვეულებრივად დავრეგისტრირდი საგადასახადოში, ეხლა ამათთვის მე რისი გაგზავნა მომიწევს, ანუ რა ინფორმაციის.
ყველა დეტალი მაინტერესებს, აი მაგალითად გავუწიე ვიღაცას მომსახურება და გავუგზავნე მერე ინვოისი, ჩამირიცხა ფული, ან რაღაც ხარჯი გავწიე.
ან ვალდებული თუ ვარ ჩემ თავს ხელფასი ვურიცხო. მოკლედ რამდენად კარგად დავსვი კითხვა არ ვიცი მაგრამ იმედია მიხვდებით რაც მინდა...
ასე რომ კეთილო ხალხო, დამეხმარეთ და მოისხით მადლი