ირაკლი გოგავა..
ისე ჭკვიანი კაცი ჩანს და იქნება ისე დაგეგმოს რო მოსახლეობა არ ააწრიალოს
ან ნაწილი ტერიტორიის მიყიდონ ინვესტორს რო გამოჩნდეს ამ მოდელის ეფექტურობა. და თუ გაამართლა კი ბატონო მერე დანარჩენიც. ოღონდ სამუდამოდ კიარა, იყოს თუნდაც 20 წლით და ისიც იმ პირობებით რო ადგილობრივ სოციალურ გარემოს არ დააზიანებს ინვესტორი და პირიქით, ანუ ვასაძემ რო თქვა სხვა ქვეყნები როგორც ანაწილებენ მიწებს იმ პირობებითო. ნუ კი ჩვენ უფრო მეტის დათმობა მოგვიწევს სხვანაირად აქ ინვესტორი საერთოდ არ შემოვა. მაგრამ მგონი ჯობია რო ეგრევე მთელი საქართველო კი არ მივცეთ უცხოელებს, არამედ რაღაც ნაწილი, თუნდაც 20-30% მიწების როგორც საცდედელი, რო ვნახოთ რა შედეგი ექნება.
პარალელურად დანარჩენ მიწებზე სხვა მოდელი იცადოს ანუ ადგილობრივების ხელშეწყობა რო თვითონ დაამუშაონ, აგროკრედიტები და ბაზრის გახსნები ექსპორტის ტარიფის დაწევით და ა.შ..
მერე რა მოდელიც უფრო გაამართლებს ის დანერგონ მთელ ქვეყანაზე
იგივეა რო სათბური გქონდეს და ნაწილი გააქირაო სხვაზე გამოცდილზე, ნაწილი კი თვითონ დაამუშაო. და წლის ბოლოს შეაჯამო რომელიც უფრო გაწყობს იმის მიხედვით მოიქცე შემდეგ წლებში
ვიდრე ან მარტო თვითონ ეცადო და ვაიდა არაფერი გამოგივიდეს
ან სულ გაასხვისო და ვაიდა სულ დაკარგო
მოკლედ ამ ორ უკიდურესობას საცდელად მოსინჯვა ჯობია ნაწილ ტერიტორიაზე, ისიც რაღაც ვადით და არა სამუდამო მფლობელობაში გადაცემით, რაც არ უნდა მომხიბლავი პირობებით მოდიოდეს ინვესტორი
კი, უხეშად და უკბილოდ ვიხუმრე ზემოთ პოსტში, მაგრამ რა ვუყო მართლა შემეცოდა სოფლად მცხოვრებლები რომელთაც გადასახლება ემუქრებოდა ამ პროექტის გამო. თან ესე რეკლამის სტილით გახსნილი თემაა "ნახეთ რა კარგია. მაგარია"
მაშინ როცა ჯერ არც კარგია და არც ცუდია. უბრალოდ ერთერთი ვარიანტია რომელიც სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს ეკონომისტების პოლიტიკოსების და ა.შ..
ფორუმის დონის გადმოსახედიდან კი ეგრე ჩანს რო ჯერ უნდა მოისინჯოს რაღაც ტერიტორიაზე, თუნდაც ერთერთ რეგიონზე, ისიც რაღაც ვადით და არა სამუდამო გასხვისებით
რავიცი ბავშობაში გვაშინებდნენ - უხ ორჯონიკიძე ეგ დამპალი ეგაო
და შეიძლება მაგიტო კომპლექსი მაქვს მიწების გაყიდვაზე, მეც და ყველას ალბათ
არ ვიცი, მგონი სწორი კომპლექსია ხო?
ასე რომ "ნახე რა მაგარიას" სარეკლამო სტილში ამ საკითხის წამოწევა პირიქით უნდობლობას იწვევს. მაშინ როცა კარგად რო დამუშავდეს ეს საკითხი თან არა ერთიანად და სარისკოდ, არამედ ეტაპებით. შეიძლება მართლაც კარგი პროექტი იყოს და დიდი სარგებელიც მოიტანოს.
ან გაიტანოს

წავედი ამ საკითხიდან, ეკონომისტების საქმეა და არა ჩემნაირი მოყვარულების
ისე კიდე ჩემი ნება რო იყოს მზის პანელების ქარხანა-საწარმოსთვის მოვძებნიდი ინვესტორს, სადმე კახეთში და ალაზნის ველზეც ფოტოელემენტების პლანტაციას გავაშენებდი, ამით მთელ ახლო რეგიონებსაც მოვამარაგებდი. ეგ იქნებოდა სუპერ ინვესტიცია თან ყველაზე თანამედროვე და დროში პრიორიტეტული. თან კახეთში მზის აქტივობა იმხელაა საერთო ჯამში ბაქოს ნავთობის საბადოზე ბევრად მომგებიანი იქნებოდა. კი, ისე ისმის მაგრამ მართლა ეგრეა
ეჰ, ნეტა ნეტა და ოცნებებში ფრჩხილების კვნეტა

წავედი მე ამ ფორუმიდან თავის უზერ unsubscribeბით თორე ან ამ ხადურს რას ვერჩოდი
ან ის შავი კაცი ვინ იყო