nikitage
)
ჩემი პოსტიდან არსად არ ჩანს რომ კიტრი და პომიდორი ვალუტაა, ჩემი პოსტიდან ჩანს რომ კიტრი პომიდვრის წყვილი იგივეა რაც EUR/USD წყვილი. ეს არაფერი არ არის. აქ არ არსებობს ფასი და ღირებულება.
მე აქციას დოლარში ვყიდულობ. ეს სხვა რამეა საერთოდ. მე ვყიდულობ არა ფულს ფულით აამედ რაღაცას ფულით რომელიც შეიძლება იმ ფულში ძვირი ან იაფი იყოს. და ეს რაღაცა ხელშესახებია ნამდვილია, კომპანიის წილია. რომელიც დივიდენდს იხდის. ყავს დირექტორი უამრავი თანამშრომელი, და მოგებას, დოვლათს აგენერირებს. მე მარტივად რომ ვთქვა ნუ, ფორექსულად რომ ავხსნა, ვცდილობ 60 ცენტად ვიყიდო 1 დოლარი, ეს სხვა მიდგომაა.
მაგალითად ეპლის კომპანია, კომპანიას ბანკში გააჩნია 262 მილიარდი დოლარი. მთლიანობაში გამოშვებული აქვს 5,98 მილიარდი აქცია ანუ ამ ციფრებს თუ გავყობთ მივიღებთ ერთი აქციის წილად რამდენი დოლარი აქვს კომპანიას ეს არის 43 დოლარი. ეხლა კომპანიის ერთი აქცია ღირს 132 დოლარი. ანუ თუ შენ გადაიხდი ერთ აქციაში 132 დოლარს აქედან 43 დოლარს ნამდვილ ფულს ყიდულობ, და ამას თუ დაამატებ დანარჩენ ღირებულებებს, ბრენდის პატენტების, შენობა ნაგებობების. ინვესტიციების. გადასახდელ დივიდენდების მოცულობას, და სხვა ასეტებს. მიიღებ 132 დოლარზე მეტს. ეხლა ხომ შეიძლება განსაზღვრო ეპლის ერთი აქციის ფასი იაფია თუ ძვირია აი ამას ვაკეთებ მე. ეს არის ფუნდამენტალური ანალიზი, ნუ მარტივად ავხსენი სინამდვილეში ბევრად რთული პროცესია დათვლა, მაგრამ იდეაში ეს არის . რასაც ვერანაირად ვერ იტყვი ფორექსზე.
ეხლა რისთვის შეიქმნა ფორექსი, ეპლი ყიდის აიფონს რუსეთში ჩინეთში ევროპაში. რუსეთში აიფონ 6 ღირს მაგალითად 1000 დოლარის ექვივალენტი რუბლში. ანუ რუბლზე იყიდება. რა ხდება იმ შემთხვევაში როცა რუბლი დოლართან ვარდება? და ეპლი იმდენ მოგებას ვეღარ ნახავს დოლარშ რაც დაგეგმილი ქონდა. ეპლი ადგება და ფორექს მარკეტძე რუბლს დაშორტავს იმ მოცულობით რა მოცულობის გაყიდვებსაც ელოდება, რომ დააზღვიოს მოგება, აი ამისთვის არის ფორექსი და არა რასაც თქვენ ქადაგებთ ფორექსელო მეგობრებო. და ფორექსი აქტუალური მაშნ გახდა როცა ესეთმა კომპანიებმა სვადასხვა განვითარებადი ბაზრების ათვისება დაიყწეს. ფორექსის აზრი ეს არის. და არა სხვა.
This post has been edited by Magana1 on 20 May 2015, 00:13