toriadorოკ. რაკი სტოქასტიკს იყენებ ვეცდები ეგ ინდიკატორიც "ჩავრთო საქმეში". ალბათ შენი პრინციპი ვაჭრობისას არის ყიდვა როცა სტოქასტიკი oversold-ია და გაყიდვა როცა overbought-ია, მე გთავაზობ რომ დამატებითი ფილტრი დავაწესოთ ამ სიგნალებისთვის რომელიც არის ე.წ. მცდარი გარღვევა, იგივე false breakout. შესვლის სცენარი იქნება ასეთი: შენ ხედავ რომ ფასი მივიდა გარკვეულ დონესთან რომლის გადალახვაც უჭირს მაგრამ არც უკან იხევს, (ამასთანავე სტოქასტიკიც ავიდა 80-ზე ზემოთ ან 20-ზე დაბლა ჩამოვიდა) თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ახერხებს ამ დონის დაძლევას (ეს დონეები ხშირად არის მრგვალი რიცხვები - 1.0000 1.1000 1.5000 და ა.შ.) და სანთელი იხურება დონის დაბლა/მაღლა, მაგრამ მალევე ბრუნდება უკან და საპირისპირო მხარეს გადადის პატრა კონსოლიდაციაში. სწორედ ამ დროს ვხსნით პოზიციას, სასურველია გახსნის ფასი იყოს იმ დოენსთან სადაც ამდენი ხანი მიდიოდა ბრძოლა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის - თუ ეს დონე იყო 1.5000 და ყიდვაზე შევდივართ მაშინ 1.5000-1.5020 ზონა კარგია შესასვლელად, თუ კურსი უკვე ავიდა 1.5050 და მეტზე მაშინ უკვე გვიანია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს პატერნი ე.წ. "თავი და მხრების" ანალოგიურია მაგრამ საკვანძო მომენტი არის დროის პერიოდი რომლის განმავლობაშიც ხდება მცდარი გაღვევა - ეს პერიოდი არის ძალიან მოკლე იმასთან შედარებით თუ რა პერიოდი შეიძლება მოიცვას ზოგადად თავი და მხრების პატერნმა. მაგალითად ქვემოთ სურათზე ტექნიკურად არის თავი და მხრები, მაგრამ დროის პრინციპი დარღვეულია, ძალიან დიდი დროა გასული გარღვევვის შემდეგ, ამასთანავე რამდენიმე მნიშვნელოვანი დონეა სურათზე და ერთი კონკრეტული დონის გამოყოფა შეუძლებელია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხო დამავიწყდა მეთქვა რომ H4 გრაფიკის გამოყენება სასურველია, ხშირად არ იქნება ასეთი სცენარი მაგრამ როცა იქნება უკვე გეცოდნიება რომ ეს ზუსტად ისაა რაც გინდა. ლოდინი თუ გეზარება შეგიძლია 1 საათიანზეც ცადო მაგრამ გაგიჭირდება მოგებაზე გასვლა იმიტომ რომ შედარებით ქაოსურია H1.
This post has been edited by Levan_i on 11 Mar 2016, 11:34