ყველას ვურჩევ, რომ დაანებოთ თავი ფორექსზე ვაჭრობას, რადგან აქ სამწუხაროდ არ არის გამჭირვალე ვაჭრობის წესები. ბროკერების 99% თავიანთი კლიენტების წაგების ხარჯზე ნახულობენ მოგებას.
თუ მაინც ვაჭრობა გინდათ, ივაჭრეთ რეალურ ბირჟაზე, სადაც გამჭირვალე წესებია, ნიუ-იორკის საფონდოზე ან ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე.
მაგალითად, რომ იცოდეთ თქვენი თანხა (იმ შემთხვევაში) თუ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ვაჭრობთ ინახება, არა ბროკერთან, არამედ იმ ბანკში, რომელიც თავად ჩიკაგოს ბირჟას ემსახურება. ეს არის ამერიკული Harris Bank-ი, რომელიც ჩიკაგოში მდებარეობს და ათწლეულებია რაც ჩიკაგოს ბირჟას ემსახურება. თქვენს ანგარიშზე ბროკერს არანაირი წვდომა არა აქვს! ანგარიშზე შეზღუდული სახის წვდომა აქვს ჩიკაგოს ბირჟის მიერ ლიცენზირებულ საკლირინგო კომპანიას, რომლის ფუნქციაცაა თქვენს მიერ მოგებული თანხის თქვენთვის ჩარიცხვა და სხვისგან მისი ჩამოწერა (ვინც წააგო) ან პირიქით, თქვენს მიერ წაგებული თანხის თქვენგან ჩამოწერა და სხვისთვის გადარიცხვა. ეგ არის და ეგ! თქვენი ბროკერი რომ გაკოტრდეს და მას მოყვეს კლირინგული კომპანიის გაკოტრებაც, რომელიც თქვენ გემსახურებათ, თქვენი თანხა, მაინც ხელუხლებელია და მას არ დაკარგავთ.
რაც მთავარია თქვენ მოგეწოდებათ რეალური მონაცემები (რამდენი ლიმიტ ორდერია მოცემულ მომენტში ბაზარზე ყიდვაზე ან გაყიდვაზე, რეალურად რამდენი ორდერი შესრულდა მარკეტით ყიდვაზე ან გაყიდვაზე, მოცულობა (რა მოცულობა გავიდა კონკრეტულ დონეზე ან კონრეტულ ბარზე).
რაც მთავარია, თქვენ არ გეშინიათ, რომ ბროკერი თქვენს სტოპ-ლოს გათიშავს მანამდე, ვიდრე ფასი მივა სტოპ-ლოსის ნიშნულამდე და ამას ახსნის ვითომდა სპრედის გაზრდით.
მინდა გითხრათ, რომ აქ სპრედი პრაქტიკულად ყოველთვის 1-ის ტოლია, ანუ არ აჭარბებს 1 ტიკს. ატვირთულ სურათზე DOM-ში შეგიძლიათ ნახოთ, რომ სპრედი მართლა 1-ის ტოლია. შესაბამისად, თუ თქვენი პოზიცია დაიხურა სტოპით, ესეიგი ფასი მართლა მივიდა თქვენს მიერ მითითებულ ნიშნულამდე. სავალუტო ფიუჩერსებზე იშვიათად მინახავს სპრედი ასულიყოს 3, ისიც თუ ნონ-ფარმი, მშპ-ს მონაცემები ან საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია გამოდის ხოლმე.
ეხლა რაც შეეხება საკომისიოებს და მოსაკრებლებს: მართალია, ფიუჩერსების ბაზარს ბევრი ბროკერი ემსახურება, მაგრამ საკომისიოები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება.
მაგალითად სავალუტო ფიუჩერსებზე, ეს შეადგენს დაახლოებით $ 5.32, ოქროზე და ნავთობზე $ 5.02. ამ საკომისიოს ბროკერი იღებს პოზიციის გახსნა-დახურვაში.
ვთქვათ, თუ გახსენით პოზიცია ევროს ფიუჩერსზე, აქ ფასის მინიმალური მოძრაობა (1 ტიკის ღირებულება) არის $ 12.50. საკმარისია ფასმა 1 ტიკი გაიაროს, რომ თქვენ უკვე მოგებაში ხართ: $ 12.50 - $ 5.32 = $ 7.18.
1 ტიკის არის ფასის მინიმალური მოძრაობა ფიუჩერსებზე, როგორც ფორექსზე 1 პიპი.
ხო, რაც მთავარია არის მიკრო კონტრაქტებიც, რომელზეც აგრეთვე შეგიძლიათ ვაჭრობა.
ანგარიშის გახსნა შეგიძლიათ $ 500 - $ 1000 დოლარიდან. აქ სხვადასხვა ბროკერებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ.
ბროკერების სია შეგიძლიათ ნახოთ, თავად ჩიკაგოს ბირჟის საიტზე:
http://www.cmegroup.com/tools-information/find-a-broker.htmlრაც მთავარია, პლატფორმები აქ უფასოა, ისევე როგორც ფორექსზე. ერთად ერთი რაც ემატება ეს არის ჩიკაგოს ბირჟის ყოველთვიური მოსაკრებელი ლაივ მონაცემების მოწოდებისათვის, რომელიც შეადგენს თვეში $ 7 - $ 21.
ერთად ერთი მინუსი რაც ახლავს ჩიკაგოს სასაონლო ბირჟაზე ვაჭრობას, ჩემი აზრით, არის ის რომ ბირჟას დაწესებული აქვს ე.წ. Maintenance margin.
ეხლა რა არის ეს Maintenance margin-ი. ჩიკაგოს ბირჟა მოითხოვს, რომ იმისათვის, რომ ტრეიდერს შეეძლოს პოზიციის გადატანა მეორე დღეს, მას ანგარიშზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარკვეული რაოდენობის თანხა. სხვადასხვა ინსტრუმენტზე ის სხვადასხვაა, მაგალითად ევროზე ის შეადგენს 3,350 USD-ს.
იხილეთ ბმული:
http://www.cmegroup.com/trading/fx/g10/eur...ME&pageNumber=1ეს იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ თუ გინდათ, რომ ევროზე გახსნათ პოზიცია 1 კონტრაქტით, რაც უდრის Euro/USD 1 ლოტს, თუ თქვენ ანგარიშზე გაქვთ $ 1000, თქვენ შეძლებთ ამას. მაგრამ სანამდე მოცემული დღის სავაჭრო სესია დაიხურება, ტრეიდერი ვალდებულია დახუროს ეს პოზიცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ის პლიუსშია.
აი, ეს იყო მოკლედ რისი თქმაც მინდოდა
მიმაგრებული სურათი