სალამი ყველას
20 ივნისს ბატონი ჯაბა ძალიან მაგარ სემინარს ამზადებს
https://docs.google.com/a/lottmarket.com/fo...Sb8r-Q/viewformLevan_i შენ როგორც ვხდები thinkorswim-ს ამუღამებ ხოდა კაკრას მაგ პლატფრმაზე იქნება ახსნილი რა და როგორ
რას წარმოადგენს კომპანიის აქცია.
• როგორ შეიძლება კომპანიის აქცია მოხვდეს საფონდო ბირჟაზე. IPO
• რას ნიშნავს იყიდო კომპანიის აქცია
• ვინ არიან კომპანიის წილის მფლობელები
რას წარმოადგენს ბიზნესსექტორები.
რამდენი ბიზნესსექტორი არსებობს, მათი გრადაცია და დეტალური გაშიფვრა რა კომპანიების მიერ არის დაკომპლექტებული თითოეული ბიზნესსექტორი
· ბიზნესსექტორების ანალიზი, როგორ მოვძებნოთ ცხელი კომპანიის აქციები, საინვესტიციოდ. ამ სახის ანალიზი ასევე იძლევა ცხად სურათს სად, რომელ ბიზნესსექტორში შეედინება კაპიტალი და რომლიდან გამოედინება.
როგორ მოვძებნოთ და შევარჩიოთ საბროკერო კომპანია.
• მთავარი მახასიათებლები, რას უნდა დავაკვირდეთ საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს.
• ცნობილი საბროკერო კომპანიების შედარება, და მათი SWOT ანალიზი.
საბროკერო კომპანია www.Tdameritrade.com
• პლატფორმის დემო ვერსიის რეგისტრაცია და ინსტალაცია.
• Thinkorswim პლატფორმის გაცნობა. როგორ გავმართოთ და მოვირგოთ პლატფორმა.
• როგორ მოვახდინოთ სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლებით. კომპანიის აქციების სკანირება.
• ტექნიკური ინდიკატორების განთავსება. დიაგრამაზე
• ლექციის მიმდინარეობის დროს განხორციელებული იქნება ტრეიდი, აქციაზე პოზიციის აღება.
რა არის კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზი.
• როგორ დავთვალოთ აქციის რეალური ღირებულიება. (ლექციაზე განხილული იქნება რამოდენიმე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, იმის დასადგენად იაფია თუ არა კომპანიის აქციის ფასი, რეალურ ფასთან შედარებით)
• ფუნდამენტალური ანალიზის დროს ყურადღება მიექცევა ძირითად ფინანსურ კოეფიციენტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია აქციის ფასის რეალური ღირებულების დასადგენად.
• ლექციის მიმდინარეობის დროს განხორციელებული იქნება ტრეიდი, აქციაზე პოზიციის აღება. ასევე აწ უკვე აღბული პოზიციების მონიტორინგი. ვინაიდან პლატფორმა მრავალფუნქციურია და თავიდან მისი ფუნქციონალის ათვისებას დროს სჭირდება ყოველი ლექციის ბოლოს დაეთმობა დრო პლატფორმის ობციების განმარტებებს.
რას წარმოადგენს ტექნიკური ანალიზი.
• განხილული იქნება ძირითადი ტექნიკური ინდიკატორი.
• ასევე გავივლით ამ ინდიკატორების დიაგრამაზე მორგებას და მათი პარამეტრების ცვლილებას.
• ლექციის მიმდინარეობის დროს განხორციელებული იქნება ტრეიდი, აქციაზე პოზიციის აღება. ასევე აწ უკვე აღბული პოზიციების მონიტორინგი. ვინაიდან პლატფორმა მრავალფუნქციურია და თავიდან მისი ფუნქციონალის ათვისებას დროს სჭირდება ყოველი ლექციის ბოლოს დაეთმობა დრო ახალი ობციების განმარტებებს.
ტრეიდერის ფსიქოლოგია. რატომ ვერ აღწევს წარმატებას უმრავლესობა ამ ბიზნესში.
• გავივლით ყველა ტიპის ტრეიდერს, და მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ეს საჭროა იმისთვის რომ შეირჩეს ქმედების სტილი.
• როგორ შევარჩიოთ ტრეიდინგ სტილი
• რა თვისებები არის უმნიშვნელოვანესი ტრეიდერისთვის.
• რა არის ემოცია და როგორ ვაკონტროლოთ ის.
• რა იწვევს ემოციას. უხილავი და უმნიშვნელო ფაქტორები რაზეც ყურადღების მიქცევა უმნიშვნელოვანესია
• რა არის დოპამინი.
სტოპ ორდერის მნიშვნელობა.
• სტოპ ორდერების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრა, რომელი სტოპ ორდერი როგორ მუშობს.
• რა არის Short Sale.
• რას ნიშნავს Short Float. და რა გავლენა შეიძლება ქონდეს Short Float-ს აქციის ფასის მოძრაობაზე.
• რას ნიშნავს Stock Split.
• ლექციის მიმდინარეობის დროს განხორციელებული იქნება Short ტრეიდი, აქციაზე Short პოზიციის აღება. ასევე აწ უკვე აღებული პოზიციების მონიტორინგი. ვინაიდან პლატფორმა მრავალფუნქციურია და თავიდან მისი ფუნქციონალის ათვისებას დროს სჭირდება, ყოველი ლექციის ბოლოს დაეთმობა დრო ახალი ობციების განმარტებებს.
საფონდო ინდექსების ტენდენციურობა Traders Almanac
• რატომ არის მნიშვნელოვანი შიშის ინდექსის, VIX-ის კონტროლი
• NYMO, ოქსილატორი. განმარტება
• NYSI, ოქსილატორი. განმარტება
• რას ნიშნავს $VOL ინდიკატორი
• რას ინფორმაციას გვაწვდის $TICK ინდიკატორი
• რა ინფორმაციას გვაწვდის $ADD ინდიკატორი
რა ხდება საფონდო ბაზრის ფარდის მიღმა. ინფორმაციის ანალიზი რომელიც კრიტიკულია წარმატებული გარიგებების განსახორციელებლად.
• როგორ იკითხება Monkey Bars. და რა ინფორმაციის მატარებელია ამ სახის დიაგრამა
• S&P 500 ინდექსის ჩაშლა. Monkey Bar-ის გამოყენებით. ფასდაუდებელი ინფორმაციის მატარებელი ქმედება
• როგორ განვსაზღვროთ ინდექსის ფასის მოძრაობის ღირებული არეალი. (არეალი რომელიშიც მოხდა დღის განმავლობაში სავაჭრო გარიგებების 70%-ი)
როგორ გავტესტოთ სტრატეგიები წარსული დროით.
• როდის ვიყიდოთ კომპანიის აქცია
• სად განვათავსოთ სტოპ ორდერი
• როდის გავყიდოთ და დავაგენერიროთ მოგება.
• პოზიციის სიდიდე, რისკ მენეჯმენტი.
სემინარის ღირებულებაა 300 ლარი.
სემინარი არის 5 დღიანი. 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით
სემინარების დაწყების დრო: 19:00-დან 21:00-მდე
დეტალების დასადგენად დაგიკავშირდებით.
P.s. აბა დამდეგ NFP-ს გილოცავთ ყველას
This post has been edited by S-K-Y-W-A-L-K-E-R on 1 Jun 2016, 17:22