ტრეიდერცი ამ აქციას ვუყურებ ეს ორი დღეა და ცოტა გავიჭედე მოვლენებში, იქნებ რამე გაუგოთ:

ეს კომპანია აწარმოებს ე.წ.
Photomask-ებს რომლებიც მთლად კარგად ვერ გავიგე რა პროდუქტია მარა დაახლოებით ვხვდები. ხოდა ჩარტზე ვერტიკალური ხაზებით მონიშნული მაქვს ის ადგილები სადაც კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა კომპანიამ. ამ ანგარიშების მიხედვით 2015 წლის აგვისტოდან მოყოლებული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები პროგრესირებს, ვალდებულებები მცირდება, აქტივები იზრდებ, წმინდა მოგებაც იზრდება და აქციის გრაფიკიც მეტნაკლებად ლოგიკურად გამოიყურება ამ ყველაფრის ფონზე, მარა ბოლო, ანუ 2016 წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მერე აქცია დაეცა თან ძაან დიდი ტემპით, არადა საგანგაშო არაფერი მომხდარა, პირიქით, კომპანია მაჩვენებლებს აუმჯობესებს...
Lilithშენ ხომ არ იცი რამე ამაზე