გამარჯობათ, მინდა ტრეიდინგში გამოცდილ ხალხს დავუსვა კითხვა ისეთ თემაზე როგორიცაა მსხვილი მოთამაშის მიერ ორდერების (buy/sell)-ის აკუმულაცია და შემდგომში მისი დისტრიბუცია მასისათვის. როგორ უნდა მივხვდეთ გრაფიკის ანალიზისას, რომ სწორედ ორდერების დაგროვების პროცესი მიდის მარკეტმეიკერის მიერ და რაც მთავარია როგორ უნდა გავიგოთ დიდი მოთამაშე buy თუ sell ორდერებს აგროვებს მოცემული მომენტისათვის და ის თუ დაამთავრა თუ არა მან უკვე პოზიციის დაგროვება?

გარდა ამისა საინტერესოა თქვენი აზრი, მას შემდეგ რაც დიდი მოთამაშე დაიწყებს დისტრიბუციას, სად და რა ეტაპზე ხდება მასის გამოგდება მომგებიანი პოზიციებიდან და რა ადგილიდან მას უკვე წვრილი მოთამაშეების გამოგდება აღარ აწყობს?
როგორ ფიქრობთ ამ ყველაფრის აღმოჩენა თუ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მარტო სტანდარტულ პლატფორმას MT4-ს ვიყენებთ? მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მარტო მეტატრეიდერით შორს ვერ წახვალ ადამიანი, ყოველ შემთხვევაში მარტო ამ პროგრამის გამოყენებით ამ კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს. მე მგონია, რომ მეტატრეიდერთან ერთად საჭიროა სხვა პროგრამაც.