ჩვენი ვალუტა მუდამ მიბმულია პოლიტიკურ მოვლენებზე ხოდა გრაფიკზე როცა დავაკვირდი ლარის ცვლილებას,შესაბამისად ეგეთი რამ გამომივიდა

ჩავალ დღევანდლამდე ნელ-ნელა,რისთვის ვაკეთებ არ ვიცი მარა ზოგადად მგონი ცუდი არაა.
2006 წელი
ძირითადი პოლიტიკური მოვლენები
2005 წლის დეკემბრიდან აიკრძალა მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.
2006 წლის მარტის ბოლოს აიკრძალა ქართული ღვინის, ღვინომასალის, ბრენდისა და შუშხუნა ღვინოების ექსპორტი და რეალიზაცია.
2006 წლის 8 ივლისს საქართველო-რუსეთის საზღვარზე გამშვები პუნქტი “ყაზბეგი-ზემო ლარსი” დაკეტა.
2006 წლის 27 სექტემბერს საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავება.
2006 წლის 6-20 ოქტომბერი საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტაცია.
შედეგად ლარს 5 კვირიანი უძრაობის პერიოდი აქვს,შეინიშნება მცირე გაუფასურება დოლართან მიმართებაში .

2007 წელი
ძირითადი პოლიტიკური მოვლენები
27 სექტემბერი: ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს.
28 სექტემბერი: პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
8 ოქტომბერი: ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები ”პოლიტიკური დივიდენდების მიღებას” ისახავდა მიზნად.
10 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შესაძლოა აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.
17 ოქტომბერი: ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავისი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში
2 ნოემბერი: ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
3 ნოემბერი: საპროტესტო აქცია განაახლდა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნაა.
7 ნოემბერი: პოლიციამ აქციის დასაშლელად პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
8 ნოემბერი: პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმი დანიშნა.
საქართველოს მასშტაბით 7 ნოემბერს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 16 ნოემბერს გაუქმდა.
შედეგად ლარს 5 კვირიანი უძრაობის პერიოდი აქვს,შეინიშნება მცირე გაუფასურება დოლართან მიმართებაში .

2007 წლის დეკემბერი -2008 წლის იანვარი
ძირითადი პოლიტიკური მოვლენა-საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა-3 527 964
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა -1 982 318
ბათილად მიჩნეული ბიულეთენების რაოდენობა-33 129
1. ლევან გაჩეჩილაძე -25 %
2. არკადი პატარკაციშვილი-7.10 %
3. დავით გამყრელიძე-4.02 %
4. შალვა ნათელაშვილი -6.49 %
5. მიხეილ სააკაშვილი-53.47 %
6. გიორგი მაისაშვილი-0.77
7. ირინა სარიშვილი-ჭანტურია- 0.16 %
საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ სააკაშვილი
შედეგად ლარი 7 კვირის განმავლობაში ცდილობს დეკემბრის ბოლოს მიღწეული მაქსიმუმის გარღვევას,სტაბილური გამყარება იანვრის ბოლოდან შეინიშნება.

2008 წელი აპრილი-მაისი
ძირითადი პოლიტიკური მოვლენები:
1. 2-4 აპრილი ბუქარესტის ნატოს სამიტი,საქართველომ და უკრაინამ მიიღეს პირობა რომ გახდებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნები.
2. 21 მაისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები
This post has been edited by LARSI on 23 Aug 2015, 18:40
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ.
ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.