ზოგი ადამიანი ფიქრობს რომ ფორექსში წარმატების მისაღწევად საჭიროა გქონდეს 10 წლიანი გამოცდილება, საჭიროა იცოდე ინდიკატორები, საჭიროა გქონდეს სავაჭრო სტრატეგია მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, ვაჭრობის ერთ ერთი წარმატების გასაღები მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგია და ფიქრებია თუ როგორ ფიქრობ ბაზრის სამომავლო მოძრაობაზე.
არსებობს ვებ საიტები, სადაც იყიდება ინდიკატორები, ექსპერტები სამწუხაროდ ესეც ტყუილია, დაფიქრდით ვინ მოგცემთ წარმატების გასაღებს თუ ის რეალურად მუშაობს, ალბათ საკუთარი ძმა ან დაც კი არ გაგიმხელთ საიდუმლოს დღევანდელ ცხოვრებაში.
ისინი ცდილობენ დაგარწმუნონ საკუთარ პროდუქტში და რაც შეიძლება მეტი გაყიდონ, საუკეთესო გზა არის 1000$ ის 100 000$ - ად გადაქცევის.
---------------------------------------
სანამ გახსნი ახალ პოზიციას ფიქრობ რისკებზე და გული ჩქარა გიცემს, იმიტომ რომ ქვეცნობიერს ფული ელანდება როგორც გამოცდილ ტრეიდერს ასევე დამწყებს, ასეთ დროს 95% არასწორ გადაწყვეტილებას იღებ. მხოლოდ 5% სტაბილურად მდიდრდება ფინანსურ ბაზარზე. არსებობენ ტრეიდერები რომლებიც წლის განმავლობაში 10 სტრატეგიას იცვლიან და საბოლოოდ მაინც წაგებაში მიდიან რატომ ხდება ასე ? იმიტომ რომ არანაირი სტრატეგია არ არის წარმატების გასაღები, სტრატეგიით მომავლის გათვლა რომ შეიძლებოდეს დღეს მსოფლიო სულ სხვანაირად იქნებოდა მოწყობილი ალბათ დამეთანხმებით, როგორ ფიქრობთ 5% რომელიც მდიდრდება სტრატეგიით მდიდრდება ? მათ არ გააჩნიათ არანაირი სტრატეგია, ისინი რასაც ფიქრობენ იმას აკეთებენ.
ჩნდება კითხვა და როგორ მოვიქცე თუ არასწორად ვიფიქრე და ბაზარი ჩემს საწინააღმდეგოდ განეწყო ?
ხშირ შემთხვევაში თქვენ პანიკაში ჩავარდებით გათიშავთ პოზიციას და 95% კიდევ არასწორ პოზიციას გახსნით დაახლოვებით 1 საათის განმავლობაში, ზუსტად ეს არის ფულის დაკარგვის ერთადერთი გზა თქვენი ქვეცნობიერი ფიქრობს ეს როგორ გამიბედა ბაზარმა გინახავთ ადამიანი ციხეში მოხვედრილი საღ გონებაზე? ძირითადად გვესმის მოტივები, შურისძიება, ბრაზი და ა.შ. ამ შემთხვევაში შურისძიებას მოვიყვან მაგალთად რომ თქვენი ფულის უკან დაბრუნება გინდათ და ციხეში ხვდებით.
როგორ გამოვიყენოთ ემოციები ჩვენს სასიკეთოდ ?
მოდით ჩავატაროთ ექსპერიმენტი.
გავუგზავნოთ ეს ფოტო 20 ადამიანს ვინც გაგებაში არ არის რა არის ფორექსი და ვკითხოთ რას ფიქრობთ სად წავა ? ზევით თუ ქვევით ?
http://b.pix.ge:81/n/k3i3f.jpgპასუხები რისი შეგროვებაც მოვახერხე.
1) --: რომელი მხრიდან? მარჯვნიდან თუ მარცხნიდან?
-- მე: მარჯვნიდან
--: ქვემოთ
2) --: ზევით
3) --: ზევით ოღონდ ნელ ნელა
4) --: ქვევით
5) --: ზევით
6) --: ზევით, რომ წავა მითხარი ცნობისმოყვარე ვარ
7) --: ქვევით
8) --: სულ ქვემოთ მიდის და ალბათ ეხლა ზევით წავა
37% ფიქრობს რომ ბაზარი ქვევით გააგრძელებს მოძრაობას.
62% კი ფიქრობს ბაზარი ზევით გააგრძელებს მოძრაობას.
ეს ძალიან პატარა სტატისტიკაა მაგრამ რა აზრი შეიძლება გამოვიტანოთ ? გამოუცდელთა აზრი ყველაზე სწორია სამწუხაროდ, იმიტომ რომ ისინი არ ფიქრობენ პრობლემებზე ასევე ამ სტატისტიკით ეხლა გავხსნი პოზიციას და ვნახოთ რამდენს მოვიგებ. 27.11.2015 0:12 EUR USD
დისციპლინა
პირველ რიგში სანამ ვაჭრობას დაიწყებთ, ფულზე არ უნდა იფიქროთ, უნდა იფიქროთ რომ ეს ფული არ არის ეს უბრალოდ რაღაც ქულებია და თუ 1000 ით 10 000 ქულამდე ავალ მოვიგებ საგზურს ან რაღაც საჩუქარს,
1) არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ვაჭრობა ნასესხები ფულით,
2) სხვისი ფულით რის გამოც შეიძლება დიდი პრობლეემბი შეგექმნათ, ან თუნდაც თქვენს რეპუტაციაზე იმოქმედოს
3) ბოლო ჯიბის ფულით.
4) არავის უთხრათ თქვენი საქმიანობის შესახებ.
5) არავის გაუმხილოთ წარმატებული და წარუმატებელი დღეები
იმიტომ კი არა რომ ბნელი ძალების მჯერავს იმიტომ რომ არსებობენ შურიანი ადამიანები და ერთმა სიტყვამ შეიძლება თქვენს ფსიქოლოგიაზე ცუდად იმოქმედოს.
დავიწყოთ ვაჭრობა ზედმეტი ფულით, რომელსაც ისედაც დავხარჯავთ და არაფერი დაგვაკლდება, როცა ფულს გადარიცხავთ საბროკერო ანგარიშზე დაივიწყეთ მისი არსებობის შესახებ, ჩათვალეთ რომ ბავშვთა სახლს გადაურიცხეთ რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება.
შეცვალეთ ცხოვრების გრაფიკი, ნამდვილი ტრეიდერი დილის 6 საათზე კომპიუტერთან უნდა იჯდეს, განა იმიტომ რომ დილით რამე ხდება, ეს ერთ ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორია, თქვენი ქვეცნობიერი ფიქრობს რომ ყველას ძინავს და მხოლოდ თქვენ ხართ ბაზარზე ამ შემთხვევაში დიდი შანსები გექნებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ვაჭრობა
ალბათ ბევრი კითხვა გაგჩნდათ თუ როგორ უნდა ივაჭროთ, ყოველი პოზიცის გახსნისას ხალხს ვკითხოთ ? პასუხია არა
პირველ რიგში უნდა იფიქროთ Money management ზე.
დაუშვათ გაქვთ ზედმეტი 1 000 $.
1 000 $ / 100 000 = 0,01 Lot
პოზიციის ლოტი არ უნდა აღემატებოდეს 0,01 - ს ბალანსიდან გამომდიანრე.
დღეში უნდა გაიხსნას მხოლოდ 3 პოზიცია თქვენი ფიქრების მიხედვით აუცილებლად 3 პოზიცია არც მეტი არც ნაკლები, არანაირი ინდიკატორით არანაირი სტრატეგიით მხოლოდ ფიქრით.
3 პოზიციის წაგება არ უნდა აღემატებოდეს ბალანსის 1,5% დღეში.
ანუ 15 დოლარს.
თუ თქვენ წააგებთ ბალანსის 10% - ს, ფორექს შეეშვით ესეიგი არ ყოფილა თქვენი საქმე და ნუ ჩაუღმავდებით დამატებით ცოდნას ინდიკატორების შესწავლას და ა.შ, დამიჯერეთ ვერაფერს ვერ იპოვნით ახალს, მხოლოდ დროს დაკარგავთ.
როგორც მხატვრობას ჭირდება ნიჭი ისე ჭირდება ფორექსაც, უნდა გრძნობდეს ბაზარს თქვენი ქვეცნობიერი და ხვდებოდეს სად არის ყველაზე მაღალი წერტილი და სად არის ყველაზე დაბალი.
ძალიან მარტივია
-----------------------------------------------------------------------------
როგორ გავხსნათ პოზიცია?
დაივიწყეთ Support Resistan ლეველების გადაკვეთები, ამას მარკეტ მეიკერები სათავისოდ იყენებენ, ხალხს რომ გონია Sell ზე წავა რეალურად Buy ზე მიდის.
დაივიწყეთ ბაზრის მიმართულება, მხოლოდ უყურეთ ტალღებს, გტაფიკა ხომ ტალღებისგან შედგება, მიიღეთ გადაწყვეტილება თალღოვანი სტრუქტურიდან გამომდინარე იპოვნეთ თქვენი აზრით ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი დღის შიგნით და მიიღეთ უკუ გადაწყვეტილება, თუ ყველაზე მაღალია Sell, თუ ყველაზე დაბალია Buy. აი ასე ძალიან მარტივად პრობლემების ძიების გარეშე ყველაფერი გენიალური ხომ ძალიან მარტივია
ამ მიმართულებაზე შეიძლება გამოცდილ ტრეიდერს გაეცინოს რომელიც ასეთ ჩარტს უყურებს
http://a.pix.ge:81/x/ayyju.jpgდა თვითონაც ვერ გაუგია რომელ სამყაროშია და ფასი საერთოდ რა არის ვინც ბაზარს ქმნის 5% ვგულისხმობ ეს ყველა ინდიკატორი ზეპირად იცის და ყველაფრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს დიდი ფულით, ასე რომ ნუ დაიბინძურებთ გონებას ინდიკატორების ქექვაში.
გისურვებთ წარმატებას