#45666668 · 13 Sep 2015, 15:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Patriot555არ მინდა ეს საუბარი კამათში გადაიზარდოს იმიტომ რომ მარაზმი გამოვა  ჩემ აზრს გეტყვი ამ პოსტზე. QUOTE | სინგაპურის წარმატება განპირობებული იყო სწორი სახელმწიფო რეგულაციებით |
რათქმა უნდა სახემწიფო იმიტომ არსებობს რომ დააწესოს რეგულაციები, მაგრამ არა ისეთი, რომ ბიზნესის და მოსახლეობის ინტერესები დააზარალოს. ანუ რეგულაციებში ორივეს ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.
QUOTE | სახელმწიფო გეგმავდა ბიზნეს პროექტების დონეზე |
ეს ინფორმაცია საიდან გაქვს? წყარო მაინტერესებს.
QUOTE | მძლავრად იქნა გამოყენებული სახელმწიფო ბანკები და გასაღების ბაზრებს სახელმწიფო ეძებდა მეწარმეებისთის. |
მაგის საწინააღმდეგო ნამდვილად არ მაქვს არაფერი. მთავარი არის ფორმა, თუ როგორ მოხდება ეს. მაგ: იაპონია აფინანსებს იაპონური წარმოების ავტომობილებისა და ტექნიკის გაყიდვას საზღვარგარეთ. ანუ სხვადასხვა ქვეყნებს აძლევს სესხს თუ იყიდიან იაპონური წარმოების ტექნიკას. სუპერ.
QUOTE | ასევე დიდი იყო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა სხვადასხვა ბიზნესებში |
ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მქონდა. შეიძლება ეგრეც იყო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ დიდი წარმატება მოუტანა ქვეყანას. თუმცა აქ არის კიდევ ერთი მომენტი. მთავარი წილი არ არის მთავარია მართვა. როდესაც ორგანიზაციას მართავს სახელმწიფო ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის არაეფექტური ვიდრე ამას ბიზნესი გააკეთებდა.
QUOTE | რა დარგები და როგორ უნდა განვიტარებულიყო |
არ არსებობს პრინციპი რითაც სახელმწიფო აირჩევს პრიორიტეტულ დარგს. მართალია ეს დარგი განვითარდება მაგრამ არ იქნება ეფექტური.
QUOTE | კეინსიანური მიდგომაა სწორი და არა ლიბერალური. |
სინგაპურმა სწორედ 40 წლის წინ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მისცა უფლება სინგაპურში ემუშავა, ეკეთებინა ბიზნესი ყოველგვარი ბიუროკრატიული იდიოტობების გარეშე. ყველა მოქალაქე თუ არამოქალაქე იყო თანაბარ პირობებში და სახელმწიფო არ ერეოდა მათ საქმიანობაში. რაც შეეხება კეინსიანურ მიდგომას. მიუხედავად იმისა რომ ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას საქართველოში, ჩემი ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ამ მიდგომას არ გამორიცხავს. პირიქით მე-4 პუნქტი პირდაპირ ეთანხმება. დანახარჯების ზრდა არ იქნება კარგი ისედაც დიდი გვაქვს. ეკონომიკის თითქმის 30%. და ამ თანხის დიდი ნაწილით ფინანსდება სახელმწიფო სტრუქტურები (მილიარდ 300ათასი მხოლოდ ხელფასები) და იხარჯება ისეთ პროგრამებზე როგორიცაა სახ. დაზღვევა და დაუბეგრავი მინიმუმი. როგორც მივხვდი ეკონომიკა კარგად გესმის და გეცოდინება რომ ბიუჯეტის ესეთი გადანაწილება (დარიგება) არ არის კარგი.
This post has been edited by GeoDevil on 13 Sep 2015, 15:56
|