ინტერპოლზე ძებნის გადაცემა ეკონომიკური დანაშაულების გამო ხდება? იცით ვინმემ? თუ ასეა, მაშინ წესით მალე უნდა იპოვონ.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფორექს "ბროკერებთან" საქმის დაჭერა არ შეიძლება. კომპანიები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან, ბელიზში, სენტ ვინსენტ და გრენადინებზე და მსგავს ოფშორულ ადგილებში არიან თაღლითები, არ გაეკაროთ ეგეთ კომპანიებს. საერთოდ ფორექსზე არ ივაჭროთ, ეგ იქნება ყველაზე კარგი, რადგან რეალურ ბანკთაშორის ბირჟაზე არავის არ გაყავხართ, ვაჭრობისას ეს ფორექს "ბროკერები" იტყუებიან, ხელოვნურად ზრდიან სპრედებს, რაც იწვევს ავტომატურად თქვენი სტოპების მოხსნას, ისე რომ ფასი რეალურად იმ ადგილამდე არც არის მისული, ანუ ფულს ახევენ ტრეიდერებს. იგივე ხდება take profit-ის დროს, შედეგად იქმნება უარყოფითი მათემატიკური მოლოდინი, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მუშაობს.
FXCM-ის საქმე გაიხსენით, ყველაზე უმსხვილესი ფორექს კომპანიის, რომლის ამერიკულ განყოფილებას NFA-ს რეგულაცია ჰქონდა, კომპანიის რომელიც იყო გარკვეულ წილად სტანდარტის შემქნელი ფორექს ინდუსტრიაში და რა გაირკვა ბოლოს? აღმოჩნდა, რომ FXCM იყო თაღლითი კომპანია და ხალხს ატყუებდა, შედეგად NFA-მ დააჯარიმა, ლიცენზია ჩამოართვა და სამუდამოდ აუკრძალა FXCM-ს ამერიკულ ბაზარზე მუშაობა!
FXCM-ი თუ ამას აკეთებდა, ეხლა წარმოიდგინეთ სხვა ფორექს "ბროკერები" როგორ ექცევიან თავიანთ კლიენტებს.
თუ ვაჭრობას გადაწყვიტავთ, ივაჭრეთ რეალურ ბირჟებზე: NYSE/NASDAQ/AMEX, CME, ICE, თუნდაც იგივე MOEX ათი თავით სჯობს ფორექს, მიუხედავად გეოპოლიტიკური რისკებისა.
ალტერნატივა მართლაც დიდია და მრავალმხრივი, ნუ მოატყუებინებთ თავს ვიღაც ვიგინდარებს, რომლებიც რამე რომ იყოს გაიქცევიან თქვენი ფულებით და ბაჰამის პლიაჟზე წამოწოლილები დაგცინებენ და მარად ულევი ლოხების სადღეგრძელოს შესვამენ