Nodo_K
ფორექსზე საერთოდ არ გირჩევ ვაჭრობას

არც ერთი ბროკერი არ არის სანდო. თუ რეალური ვაჭრობა გინდა რამდენიმე ვარიანტია.
1. NYSE, NASDAQ - ამერიკის საფონდო ბირჟა - $ 30 000 უნდა გქონდეს, რომ დღის შიგნით ივაჭრო და ისედაც ამაზე ნაკლები თანხით აზრი არ აქვს მანდ ვაჭრობას.
2. CME - ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟა - ანგარიშის გახსნა შეიძლება $ 500, კარგი ვარიანტია დამწყებისათვის. შეიძლება ვაჭრობა მიკრო კონტრაქტებით M6E, M6A, M6B (ევროს მიკრო ფიუჩერსი, ავსტრალიური დოლარის მიკრო ფიუჩერსი და ფუნტის მიკრო ფიუჩერსი). მერე თანდათან შეიძლება გადასვლა სტანდარტულ ფიუჩერსებზე. ეს გზა გავიარე მე.
3. CBOE - ჩიკაგოს ოფციონების ბირჟა - $ 7000 დოლარი თუ არ გაქვს, აზრი არ აქვს მანდ ანგარიშის გახსნას.
4. MOEX - მოსკოვის ბირჟა. ეს არის ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი. ანგარიშის გახსნა შეიძლება $ 300. ბირჟაზე საკმაოდ კარგი ლიკვიდურობაა, გაქვს დაახლოებით 10 ლიკვიდური ინსრუმენტი სავაჭროდ, აქციები, ფიუჩერსები ამ აქციებზე, ნავთობი, რტს ინდექსი, ვალუტები და ა.შ.
მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინო, რომ გექმება გარკვეული პოლიტიკური რისკები. მაგალითად, რადგან რუსული ბირჟაა, შენ რომ რუსეთის ბროკერს ფულს ჩაურიცხავ დოლარებში, ის მას გადაიყვანს რუბლებში და შესაბამისად ანგარიში რუბლებში გექნება. მოგება/წაგებაც რუბლებში დაგიფიქსირდება. თუ რუსული რუბლი მკვეთრად დაეცემა დოლართან მიმართებაში, (რაც სავსებით მოსალოდნელია რუსეთის მდგომარეობიდან გამომდინარე) შენს მიერ მოგებული თანხაც დოლართან მიმართებაში შემცირდება. ეს არის ყველაზე ცუდი ალტერნატივა აქ ზემოთ ჩამოთვლილიდან, თუმცა მინდა გითხრა, რომ ფორექს ეს მაინც ჯობია, რადგან ბროკერები საკმაოდ სერიოზული რეგულაციების ქვეშ არიან რუსეთში.
თუმცა მე მაინც ყველას ვურჩევდი, რომ ამერიკულ ბირჟებზე ივაჭრონ.