პირველ რიგში მადლობა ამომწურავი პასუხისთვის და წარმატებები ბირჟაზე, რაც ამ თემას ვკითხულობ სულ სწავლა-გარჩევებში ხარ და კითხვებზეც ცოდნის შეძლებისდაგვარად პასუხობ დაწვრილებით
გეპის საფრთხე ნამდვილად მეტია, ვიდრე ფორექსზე. თუმცა არ მიფიქრია აქამდე ამაზე.
ალათ იმიტომ რომ დაშვება ასეთი მქონდა: შეძლებისდაგვარად შეირჩეს ისეთი აქციები რომლებიც წარსულ პერიოდებში არ გამოირჩეოდნენ მაღალი ვოლატილობით. ანუ სამომავლოდაც ასევე გააგრძელებს მათი ფასი მოძრაობას, თუ რაიმე მეგა ნიუსი ან კომპანიის რეპორტი არ დაიდო.
ოფციონებში თეორიის დონეზე ცოტა ვიცი ძალიან.
ანუ რა გამოდის: ოფციონის ყიდვით ვყიდულობ უფლებას, რომლითაც რაღაც პერიოდის დადგომისას მაქვს არჩევანი შევიძინო თუ არა საბოლოოდ აქცია კი/არა
ოფციონს აქვს გარკვეული ვადა. დავუშვათ 1 თვე.
შევეცდები მაგალითი დავწერო.
1 ნოემბერს აქცია ღირს 10$, მისი ოფციონი კი 1$.
ანუ ეს მაძლევს უფლებას, რომ ოფციონის ვადის (maturity date) დადგომისას, მაგალითად 30 ნოემბერს, მექნება უფლება შევიძინო ან არ შევიძინო ეს აქცია 1 ნოემბერს დაფიქსირებული 10$-იანი ფასით.
ამ უფლების ქონაში ვიხდი საფასურს 1$.
თუ აქციის ფასი ავარდა ან დავარდა შესამჩნევად, მაშინ ოფციონის საფასურიც შესაბამისად გამიძვირდება ან გამიიაფდება.
ესე იგი რისკი გამოდის მაგ 1$-ის მოძრაობის ირგვლივ
რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე არ ვიცი, შემისწორეთ თუ მეშლება
This post has been edited by 8922111 on 15 Nov 2016, 23:39