Levan_iკარგი კითხვაა. სხვადასხვას სხვადასხვანაირი პასუხი აქვს ამ კითხვაზე მე ჩემი გამოცდილებიდან გიპასუხებ. ეს ისევ არ ნიშნავს რომ მე ვარ მხოლოდ სწორი და სხვა აზრს ასებობის უფლება არ ააქვს.
მოდი ესე შევხედოთ ამ საქმეს მაგალითად ჩემთვის პატარა თანხას და დიდ თანხას მნიშვნელობა არ ააქვს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს %-ულ მოგებას ან წაგებას. ეს რას ნიშნავს? მაგალითად $100 დოლარიდან როცა აგებ $20-ს ეს არ არის კატასტროფა და არ გტკივა. ეს 20 დოლარი არ მოქმედებს შენზე ფსიქოლოგიურად და ემოცუირ გადაწყვეტილებას არ მიგაღებინებს. მაგრამ როდესაც $50.000 იდან აგებს 10.000-სს ეს სერიოზულად განერვიულებს ემოცია მატულობს და შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა იზრდება. არადა $100 იდან $20 დოლარის წაგება იგივეა რაც 50.000-იდან 10 000 ის წაგება ორივე 20% იანი კლებაა კაპიტალის. ამიტომ მე როცა პოზიცია მიჭირავს არავითარ შემთხვევაში არ უყურებ რამდენ დოლარს ვიგებ მე უყურებ რამდენ %-ს ვიგებ. დოლარის მაჩვენებელი საერთოდ წაშლილი მაქვს ვიზუალიდან. რატომ? იმიტომ რომ ადამიანს ამოძრავებს ემოცია, როცა 100 დოლარის იგებ 20 დოლარს ფიქრობ რომ 20 დოლარი არაფიერია მოიცა კიდევ ვაცალოთ გაიზრდება არადა ეს 20% იანი მოგებაა ვიღაცას იგივე პოზიცია უჭირავს 1 000 000 მილიონი დოლარის როგორ ფიქრობ ის ამ 20 % იან ფასნამატს ხელიდან გაუშვებს არა დაიწყებს პოზიციის დახურვას შენ ითმენ იმიტომ რომ 20 დოლარი გეცოტავება შესაბამისად აქციის ფასი ვარდნას იწყებს და 20 დოლარისნ მოგებას კარგავ. ამიტომ არ უყუროთ რამდენს იგებთ დოლარში, უყურეთ რამდენს იგებთ % ში. ეს კავშირშია, შენს კითხვიდან ერთ მიდგომასთან. ობციონებში რისკი ბევრად მეტია იმიტომ რომ ძალიან ვოლატილური მარკეტია გინახავს ალბათ რომელიმე კომპანიის ობციონი კონკრეტულ სტრაიკზე ფასი დღის განმავლობაში ასულა 300% იან მოგებაზე და მერე დავარდნილა 200% იან წაგებაზე. როგორ გინდა ამას გაიძლო როცა ამისთანა კონტრაქტში აკუმულირებუი გაქვს მაგალთად 5 000 დოლარი?? ძალიან რთულია. ან მეორე სცენარი დავარდა ფასი 200% ით და დღის ბილოს ან მეორე დღეს ფასი ავარდა 500% ით. ეხლა ამას როცა აკეთებ 100 დოლარით ფიქრობ მაგის დედაც. მაგრამ როცა აკეთებენ 10 000 ით ძნელია თქვა მაგის დედაც. ამიტომ არ მომწონს მე ობციონებით ვაჭრობა.
ეხლა შეხედე შენს მიერ დადებულ დიაგრაამას. HRS აქციის ფასი 90 დოლარიდან ავიდა 105 დოლარზე. მე მაგალითდ ამ აქციას ვიყიდიდი 150 ცალს ( ჩემი მოცულობებიდან გამომდინარე) რომ მეყიდა 90 დოლარად 105 დოლარზე კი არ გავყიდიდი ამ აქციას და დავაფიქსირებდი მოგებას. მე მოვიქცეოდი შემდეგ ნაირად 105 დოლარზე გავყიდიდი coll option-ს 90 იანი სტრაიკით და ამით დავაზღვევდი ჩემი აქციის პოზიციიდან 15 დოლარიან მოგებას. თუ მოხდა ისე რომ აქციის ფასმა კლება დაიწყო და ჩმოვიდა 100 დოლარზე ჩემი მოგება კი მცირდება მაგრამ სამაგიეროდ იგებს გაყიდული Call option- 90 სტრაიკით და ეს ვარდნა რაც უფრო მალე მოხდება მით მეტს იგებს ჩემი Coll Option- იმაზე მეტს იგებს ვიდრე ჩემი მოგება აქციის პოზიციიდან მიმცირდება. ეს არის პოზიციის ჰეჯირება. მე ესე ვიქცევი. თუ აქციის ფასმა აღმასვლა განაგრძო მაშნ Call option-ი პოზიცია აგებს მაგრამ აკომპენსირებს აქციის ფასის ზრდა ამ შემთხვევაში მე ჩემი 15 დოლარიანი მოგება მაქვს დაფიქსირებული ისე რომ აღმასვლის დროს არაფერს არ ვაგებ ხოლო დაღმასვლის დროს შეიძლება კიდევ გავზარდო მოგება თუ ვარდნა სწრაფად მოხდა აქ ერთვება თამაშში Implied Volatility. და დელტა. როდესაც მაგალითად კორექცია დასრულდება დავხურავ Call პოზიციას და დავტოვებ აქციას სურათი არის შემდეგი 90 დოლარად ვიყიდე აქცია ავიდა 105 დოლარზე ვიგებ 15 დოლარს დავარდა 100 დოლარამდე ისევ ვიგებ 15 დოლარს ან მეტს და მერე თუ ავიდა ისევ 105 დოლარზე ვიგებ 20 დოლარს. ან მეტს მარტო აქციის შემთხვევაში მოვიგებდი 15 დოლარს თუ დავხურავდი 105 დოლარზე ან მოვიგებდი 10 დოლარს თუ დავხურავდი 100 დოლარზე. მე ამ ქმედებით 90 დოლარიდან 105 დოლარამდე ფასის აღმასვლა გავზარდე უფრო მეტად ვიდრე მანძილია 90 დოლარიდან 105 დოლარამდე თუ ფასმა გააგრძელა აღმასვლა შესაბამისად მეტი მოგება გენერირდება. ეს არის იდეა როგორ ვიმოქმედებდი მე იმ აქციის ფასზე თქვენ რომ დაპოსტეთ ზემოთ.
ბოლო ერთია ჩემთვის ბევრი დოლარის და ცოტა დოლარის წაგება მოგება არ არის საინტერესო ჩმთვის საინტერესოა %- ული მოგება წაგება და კვირის ბოლოს უყურებ რეალურ თანხას რამდენი შეადგინა დოლარში მოგებამ ან წაგებამ. ეს გამოცდილებიდან გავითავისე და ვფიქრობ რომ შესანიშნავი თვისება შევიძინე ამითი.
ეხლა რატომ არ ვარ დაკავებული მხოლოდ ობციონებით ვაჭრობით. ერთი ის არის რომ ვოლატილურია და მოსვენებას არ მომცემს კონკრეტული სტრაიკის ჯერ 150% ით ვარდნა და მერე იმავე სტრაიკის 300% იანი მოგება ეს შეიძლება მიმზიდველია მაგრამ ჩემთვის არა. მე სიმშვიდე მირჩევნია ამ დროს უფრო გააზრებული ვარ ვიდრე ემოციის დროს.
მეორე ის არის რომ როცა აქციას ყიდულობ კონკრეტულად ფლობ კომპანიის წილს. თნ მე ყველა კომპანიის აქციით არ ვვაჭრობ მე რამოდენიმე კომპანის აქციით ვვაჭრობ და ვვაჭრობ საშვალო პერიოდებით მაგალითდ პოზიცია შეიძლება მეჭიროს კვირიდან 2-3 თვემდე. გააჩნია სექტორს და კომპანიას. ასევე აქციის დელტას.
მესამე ჩემი ქმედებები არ არის გემბლინგი. მე კონკრეტული სცენარით ვქმედებ წინასწარ ვიცი შემთხვევები როდის რას გავაკეთებ. ეს ობციონებში გამორიცხულია. მე არ ვიძხი უაზრობაა თქო ობციონებით ვაჭრობა პირიქით საკმაოდ წარმატებული ტრეიდერები ვიცი. მაგრამ ეგ არ არის ჩემი ცხენუკა
ეს ყველაფერი ჩემი შეხედულებაა და Way of Thinking. და ეს არ ნიშნავს რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, შეიძლება სწორიც არ არის საერთოდ, მაგრამ ეს ჩემთვის პოზიტიური შედეგების მომტანია და რახან ესეა ჩემთვის სწორია.
* * *
მე მაგალითად როგორ ვიყენებ ობციონებზე ინფორმაციას. იმისთვის რომ ვიყიდო აქციები მოკლევადიანი პერიოდით. ერთ მაგალითს მოვყვები.
მაგალითად პარასკევს დაფიქსირდა დიდი ოდენობით Call ობციონების ყიდვა კომპანიის აქციაზე GLD ეს არის Gold ETF. ანუ ეს ინსტრუმენტი აკეთებს ოქროს ფასის ტრექინგს. და დაფიქსირდა შემდეგი მოცულობები.
27400 call contract GLD მარტის-17 $125 სტრაიკზე.
11838 Call Contract GLD იანვრის-17 $120 სტრაიკზე
10000 Call Contract GLD დეკემბრის-17 $125 სტრაიკზე.
ეს რამოდენიმე კონტრაქტია ხოლო მთიანად სხვადასხვა სტრაიკზე დაფიქსირდა 107 000 კონტრაქტის შეძენა საიდანაც 93 000 იყო Call ის ყიდვა და 14 000 იყო put ის ყიდვა.
ეს სერიოზული ინფორმაციაა ამხელა თანხის ინექცია ოქროს ფასის მატებაზე. მე ისედაც ვფიქრობდი რომ ოქროს ფასებმა საკმაო კორექცია გააკეთეს მეთქი და ეს ფულის შედინებაც ჩემს ფიქრს კიდევ ამყარებს. ამიტომ მე ვიყიდე რამოდენიმე კომპანიის აქცია რომლების ოქროს მოპოვებით და რეალიზაციით არის დაკავებული, ვიყიდე აქცია და არა ობციონი. დაველოდოთ მოვლენებს ისე ოქრო თუ გაიზარდა დოლარი უნდა დავარდეს ეს ყოველთვის ესე არ ხდება მაგრამ ეხლა ძალიან მჭიდრო უკუ კორელაციაშია ოქროს და დოლარის ქმედება. ეს ერთი მაგალითია რისთვისაც მე ვიყენებ ობციონებზე ინფორმაციას. ასევე უყურებ სექტორებში ხომ არ ხდება დიდი მოცულობის კონტრაქტების აკუმულირება და თუ კი მერე ვაქცევ ყურადღებას იმ კომპანიის აქციებს რომლებიც ამ ბიზნესსექტორში არიან აკუმულირებული თუ დიდი ფული ფიქრობს (ჰეჯ ფონდები ინვესტორები ბანკები) რომ ამა თუ იმ ბიზნესსექტორში გახსნან უზარმაზარი პოზიციაბი ეს ჩემთვის ინფორმაციაა. ანუ მე ვიყენებ ამას ინფორმაციისთვის და არ ასატრეიდინგოთ. ეს არის ჩემთვის რესურსი.
ასევე დაფქსერდა უჩვეულოდ დიდი კონტრაქტების შეძენა შემდეგ კომპანიებზე
$JBLU
$XON
$CRM
$HLT
შეგიძლია ნახოთ GLD ს კონტრაქტები Thinkorswin ის პლატფორმაზე კონკრეტული სტრაიკ ფასებზე აკუმულირებული პოზიციები, ეს ან ჰეჯირებაა ან პირდაპირ ყიდვა მაგრამ მიზეზი ერთია ვიღაცეები ფიქრობენ რომ ოქროს ფასი მოკლევადიან პერიოდში უნდა გაიზარდოს. თუ ეს ესეა მაშინ მე ვიყიდიდი და (ვიყიდე კიდევაც) რომელიმი ოქროს მომპოვებელი კომპანიის აქციას და დავაყენებდი მჭიდრო სტოპ ორდერს . მიზეზი კარგია (დიდი კაპიტალი შევიდა ამ სტრაიკებზე) და მგონი ღირს ცდად. რატომაც არა??
This post has been edited by jabajuba on 4 Dec 2016, 00:19