FRee_MaN
ყურადღება მიაქციე ბაზარზე მსხვილი მოთამაშის ქმედებას. ფასის არც ერთი მოძრაობა (გინდა მცირე და გინდა დიდი) არ იწყება თუ წინასწარ ფონი არ არის მომზადებული.
იმისათვის, რომ ფასმა მოძრაობა დაიწყოს მარკეტმეიკერი ჯერ აგროვებს პოზიციებს, ყიდულობს ორდერებს მცირე ლოტებად წვრილი მოვაჭრეებისაგან. როცა საკმარისად დააგროვებს მათ, მერე იწყებს ფასის მოძრაობას მისთვის სასურველი მიმართულებით. აი ამას დააკვირდი, თუ საითკენ წავა ფასი აკუმულაციის ზონიდან.
როგორც წესი, რაღაც პერიოდის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდება აკუმულაციის ზონას დატესტავს მას და კვლავ გააგრძელებს მოძრაობას არსებული მიმართულებით.
დაგროვების ზონის რეტესტს მარკეტმეიკერი აკეთებს შემდეგი მოსაზრებების გამო:
1) ბაზრიდან გამოყაროს წვრილი ტრეიდერები, რომლებიც ძირითადად დონის გარღვევაზე ხსნიან პოზიციებს;
2) ლიკვიდურობა აიღოს მსხვილი მოთამაშისაგან, რომელსაც გახსნილი აქვს საწინააღმდეგო პოზიცია არსებული მოძრაობის წინააღმდეგ და რომელმაც არ დახურა პოზიცია სტოპით და რომელიც ელოდება ფასის დაბრუნებას კონსოლოდაციის ზონაში, რათა მთელი პოზიცია ერთბაშად გადასცეს მეორე მსხვილ მოთამაშეს, რომელმაც გაიმარჯვა მასთან ბრძოლაში და რომელიც ამოძრავებს ფასს.
ამ პროცესს დაგროვება - დისტრუბუცია ქვია.
კიდევ ერთი რჩევა იქნება, რომ დააკვირდე შესაბამისი სავალუტო წყვილის ფიუჩერს, რომელიც ჩიკაგოს ბირჟაზე ივაჭრება, რადგან მანდ შენ შეგიძლია ნახო, თუ რეალურად რა მოცულობაა გასული ამა თუ იმ ბარზე.
არსებობს ორი სახის მოცულობა:
1) რომელიც ამოძრავებს ფასს
2) რომელიც აჩერებს ფასს (გვხვდება დისტრიბუციის დასრულებისას)
დიდი ბარები, მკვეთრად გაზრდილი მოცულობის ფონზე, რომელიც გამოდის ტრენდის მიმართულებით (იმ შემთხვევაში, თუ ფასი არ გამოდის ორდერების დაგროვების ზონიდან) ნიშნავს არსებული ტრენდის დასრულებას.
ყველა ეს პროცესი კარგად ჩანს სურათზე - გრაფიკი 1 საათიანია, მაგრამ იგივე სქემა შეგხვდება ნებისმიერ გრაფიკზე, რადგან ეს არის ბაზარზე ფასის მოძრაობის არსი, უბრალოდ სხვადასხვა გრაფიკზე სხვადასხვა მოთამაშეები არიან.
სურათზე მოცემულია კანადური დოლარის ფიუჩერსი - 6C[B]
* * *
კიდევ ერთი მომენტი, ახალ ამბებზე ვაჭრობა ძალზედ სახიფათოა ზოგადად და არავის ვურჩევ, ხოლო ფორექსზე ეს ორმაგად სახიფათოა. რადგან, თუ რეალურ ბირჟაზე თქვენ მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე გყავთ მარკეტმეიკერის სახით, ფორექსზე თქვენ გყავთ 2 მოწინააღმდეგე: მარკეტმეიკერი და ბროკერი ვისთანაც გახსნილი გაქვთ ანგარიში.
აქ ბევრჯერ დაწერილა და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ: როცა ვაჭრობთ ფორექსზე თქვენი ორდერები არ გადის ბანკთაშორის ბირჟაზე, თქვენი წაგება არის იმ ბროკერის მოგება ვისთანაც ანგარიში გაქვთ გახსნილი.
სტოპ-ლოს და take profit ორდერები ისე სრულდება, რომ ტრეიდერი ყოველთვის წაგებაში იყოს. ამიტომ ფორექსზე ახალ ამბების დროს ვაჭრობა არანაირად არ შეიძლება.
ერთად ერთი სადაც შესაძლებელია, ასეთი სარისკო გარიგებების დადება, ეს არის რეალური ბირჟა NYSE/NASDAQ ან CME/CBOT/NYMEX.
აქ ბროკერს თქვენი სტოპებისადმი ინტერესი არა აქვს და კიდევ ერთი მომენტი, როცა ვაჭრობთ რეალურ ბირჟაზე თქვენ მოგეწოდებათ რეალური საბირჟო მონაცემები და გაქვთ წვდომა ე.წ. DOM-ზე (Depth of Market), სადაც გაქვთ როგორც Bid-ზე ისევე Ask-ზე 10 - 10 დონეზე არსებული ლიმიტ ორდერების რაოდენობა.
ეხლა რა ხდება ხშირად შემინიშნავს, რომ როცა უნდა გამოვიდეს ახალი ამბები (უმუშევრობის მაჩვენებელი, საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია და ა.შ.) აი ამ DOM-ში მკვეთრად კლებულობს ლიმიტ ორდერების რაოდენობა, როგორც Ask-ის, ასევე Bid-ის მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ბაზარზე ძალზედ დაბალი ლიკვიდურობაა, რის შედეგადაც საგრძნობლად იზრდება სპრედი.
ეხლა რა ხდება, ამ დროს უნდა დავაკვირდეთ თუ რომელ მხარეს იზრდება სპრედი Ask-ის მხარეს თუ Bid-ის მხარეს. რომელ მხარესკენაც გაიზრდება სპრედი, ზუსტად იმ მხარესკენ მოხდება ფასის მკვეთრი მოძრაობა.
აი, ამას რომ დაინახავთ DOM-ში რეალურად გაქვთ სადღაც 10 წამი პოზიციის გასახსნელად, ანუ რეალურად 10 - 15 წამით ადრე თქვენ იცით, თუ საითკენ წავა ფასი.
მაგრამ ასეთი ვაჭრობა მაინც რისკიანია და არავის ვურჩევ ამის გაკეთებას
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)