მაგარი საინტერესო მარტი გველოდება წინ მეგობრებო..
FOMC meeting + NFP + კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტ ივენთი.
ესეთი რაღაც უნდა დავტესტო შემდეგ NFP რეპორტზე.
მოდი განვიხილოთ მდგომარეობა ბაზარზე სანამ NFP რეპორტი დაიდება.. ძირითადად ყველა major ინსტრუმენტი ივაჭრება sideways! ფასი არც ძაან ზევით მიდის, არც ძაან ქვევით, მიედინება სწორხაზოვნად.
ამ დროს ყველა mid term მოძრავ საშუალო კოეფიციენტს (SMA+EMA) ერთ ადგილას აქვს თავი მოყრილი და მიდის სწორხაზოვანი მიმართულებით. ეს ხდება იმიტომ რომ ბაზარი ელოდება რეპორტს. შემდეგში თუ მოხდა ისე რომ დაიდება შერეული რეპორტი რომელიც არც კარგია და არც ცუდი. ეს ყველაფერი რათქმაუნდა აუცილებლად აისახება ფასში. ერთნი გადაწყვეტენ უცებ რომ რიცხვები კარგია და მეორენი რომ ცუდია. შესაბამისად ასეთი tight price action როგორც წესი აფეთქებით მთავრდება ორივე მიმართულებით და მერე როცა გადაიხარშება ეს რიცხვები, უკვე ყალიბდება ან Trend continuation ან trend reversal. რომელი იქნება რათქმაუნდა რეპორტზეა დამოკიდებული.
ეს პატარა შესავალი გავაკეთე.
ეხლა გეგმა. რადგან ყველაფერს ერთ ადგილას აქვს მოყრილი თავი, დავდებ ორივე მიმართულების თრეიდს საბაზრო ფასში.. რეპორტამდე 5 წუთით ადრე.
1: საბაზრო ფასში ვყიდულობ და ვყიდი
A=current long price
B=current short price
buy @ A
Sell @ B
2: უნდა განვსაზღვრო ორივე თრეიდის Take Profit. ოქროს შემთხვევაში დღეს მაგალითად 2 flash crash ვიხილეთ. ასე რომ აქ არ უნდა ვიღოროთ (!!!!). რომ არ ვიღოროთ არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვიცოდეთ სად უნდა გამოვიდეთ. მე შემდეგ NFP-ს წინ ავიღებ ოქროზე Take Profit-ს 5$ ფარგლებში ორივე მიმართულებით
X= Take Profit @ A+5
Y= Take Profit @ B-5
3: უნდა განვსაზღვრო ეხლა როდის და რა ნიშნულზე შევიდე ბაზარზე რომ წაგებაში რომელიცაა ის თრეიდი არათუ ამოვქაჩო პირიქით მოგებაში გავიყვანო. ამ ორდერს ვდებ 10 წუთიანი ვადით
entry point after short = buy @ X, მოგებას სადაც ვიღებ სულ პირველი თრეიდის შემთხვევაში, იქვე ვყიდულობ. ანუ ასეთი მიმდევრობით Report>>first reaction DOWN >> Take profit X >> BUY >> Take Profit Y
entry point after long = sell @ Y, იგივე რაც ზევით ოღონდ პირიქით, სულ პირველი ლონგ თრეიდის მოგების ადგილას ვყიდი. ანუ ასეთი მიმდევრობით Report >> First reaction UP >> Take profit Y >> SELL >> Take Profit X
მე მგონია რომ გაამართლებს ეს სტრატეგია ეგეთი შეკუმშული price action-ის დროს როგორიც NFP-ს შემთხვევაში შემხვდა უკვე მერამდენედ.
* * *
S-K-Y-W-A-L-K-E-Rგაიხარე ძია.. იმედია კაი მოგებაში გახვედი შენც.. მე ჩემი 400$ პორტფოლიოს 95% აპში ვარ ამ კვირაში.. what a week!
This post has been edited by Roy on 4 Feb 2017, 01:24