დღევანდელი გათვლებით გაყავხარ და მასე გაყავდათ ს-7 ის მფლობელებიც. თუმცა ყველაფერი დამოკიდებული ალგორითმის მუშაობის სირთულეზე (დიფიქალითზე), რომელიც რთულდება და რთულდება. გართულება კი იწვევს დაჰეშირების სულ უფრო შემცირებას და ცოტა ფულის გამომუშავებას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ უტოლდება დენის გადასახადს და შემდეგ კი მინუსში ანუ წაგებაზე გადის.
დიფიქალითის მრუდი ისე სწრაფად მიდის მაღლა-მაღლა რომ რთულია თქვა ს-9 თვის ჩადებულ ფულს ამოიღებს თუ ვერა სანამ წაგებაზე დაიწყებს გასვლას. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ გვიწევს ფიქრი გავა თუ არა მოგებაზე.
რას შეეხება იაფ დენს. იაფი დენით მხოლოდ გარკვეული დროით მეტი შეგიძლია გქონდეს ჩართული თუმცა ეს გარკვეული დრო არც თუ ისე ბევრია ხოლმე ხშირ შემთხვევაში და შემდეგ ისევ დიფიქალითის ზემოთ წასვლის გამო მოგება იჭმევა და 0-ს უტოლდება შემდეგ კი მინუსში გადის.
აი უფასო დენის პირობებში მინუსი პრაქტიკულად არ არსებობს თუ თვითონ მაინერი არ დაზიანდა. ამიტომ მოგება როგორც არ უნდა შემცირდეს მხოლოდ შემცირდება და წაგებაზე ვერ გავა
თავიდან ყველა მოდელი მეტნაკლებად მასე ეფექტურად მუშაობდა როგორც დღეს ს-9 იმიტომ რომ დიფიქალითი დღევანდელთან შედარებით ძალიან დაბალი იყო