
მოდი ცოტა დეტალებში ჩავიხედოთ
მითუმეტეს აღნიშნე , ბანკის 9 წლიანი სტაჟი მაქვსო
მეც მეხერხება ცოტა კალკულატორის ხმარება
1577$ ვიხდით
კომპანია ყოველთვე გვიხდის 330$ 1 წლის განმავლობაში
კომპანია რეალურად საქმიანობს შემდეგს
ყიდულობს რაღაც ოდენობა თავისუფალ ადგილს კომპში, და ყიდის უფრო ძვირად
კონკრეტულად 1577$ პაკეტზე დავთვალოთ
330$ გადახდა 1 წლის განმავლობაში უჯდება 3960$
3960$-1577$=2383$
2383$ გაყოფილი 12 თვეზე=198$
ანუ 180გეგაბაიტის დაქირავება კომპანიას უჯდება 198$, კომპანიამ უნდა მოძებნოს კლიენტი, რომელსაც უფრო ძვირად მიყიდის
ხოდა ეხლა კითხვა
რომ იყოს უფასო მაგ კომპანიაში გაწევრიანება და 198$ მაგივრად 100$ გადაიხადოს
ჩვენ უბრალო მოკვდავები არ ვიქნებით თანახმა ?
მე პირადად ვიქნები ვიქირავებ ბინას 400 ლარად ვიყიდი 30 კომპს
თვეში გადავიხდი მაქსიმუმ 600 ლარს დენში
ხარჯი მექნება 1K ლარი, შემოსავალი 3K$
6 თვეში ამოვიღებ კომპების ხარჯს
ხოდა ეხლა მითხარი რატომ ვერ განვსჯი, ტოპ მენეჯერებს
რომლებსაც ელემენტარულად შეუძლიათ, 1 მომხმარებელზე 98$ ეკონომია გააკეთონ
თუმცა არ აკეტებენ
დეტალურად გადავხედე ამ თემას, თავადვე აღიარებ რომ პირამიდაა
თუმცა გჯერა იმის რომ, პირამიდის თავში ხარ რაშიც აქაური რამოდენიმე იუზერიც დაგეთანხმა
შეიძლება ესეცაა, მაგრამ არის რაღაც ჩადებული ამ სქმემაში რასაც ვერ ხედავ, იმდენად ხიბლში ხარ
9 წლის სტაჟიან ბანკის ტოპ მენეჯერს კი ეს არუნდა გამოგპარვოდა
ჭკუას არავის გარიგებთ, მოიქეცით ისე როგორც თვლით საჭიროდ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
მეც მაქ 9 წლიანი სტაჟი, ისეთ სფეროში სადაც აფერისტებზე მეტი აფერისტი უნდა იყო ,რომ პურის ფული იშოვო
ხოდა კარგად ვხედავ შენიღბულ ტყუილს
This post has been edited by kaxakale on 21 Nov 2016, 16:27