მეც თვალყურს ვადევნებ ამ თემას, ძალიან მაინტერესებს. უპირატესობას ხორცის წარმოებას ვანიჭებთ. კვერცხების ჩამოტანას გერმანიიდან ან საფრანგეთიდან. მაგრამ რატომგაც ვერ გადავწყვიტეთ,
პარტნიორს ვეძებთ. ამჟამად ორი ფირმა ვართ. მე და ჩემი მეუღლე როგორც ერთი ფირმა და მეორე - ერთი შვეიცარიული კომპანია. წარმოგვიდგენია კიდევ 2 ან 3 ქართველ მეწარმესთან ან მცირე ქათმის ფერმასთან
პარტნიორობა. კომბინირებული საკვების დასამზადებლად სიმინდის ან ხორბლის მომწოდებლებას ვეძებთ. კომბინირებული საკვები ჩვენი რეცეპტით უნდა დამზზადდეს.
ცოდნა ამ სფეროში გვქავს! მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს რაც ფრინველის ხორცის წარმოებას ეხება. ტექნოლოგია და ნოჰაუ გერმანულ-შვეიცარიული.
თუ სერიოზულად გაინტერესებთ ეს თემა იქნებ დისკუსიები გავმართოთ. მხოლოდ ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ამ ყველაფერს. თუ საინტერესო ჯგუფი შეგროვდა შეუძლებელი არაფერია.
კიდევ ერთი რამ მაინტერესებს,
http://agrokavkaz.ge-ზე წავიკითხე: "მოსახლეობის მოთხოვნა ფრინველის ხორცზე კმაყოფილდება იმპორტის ხარჯზე, ბაზრის მხოლოდ 20 % უკავია ადგილობრივ წარმოებას"
სტატია 08.12.2014 გამოქვეყნდა. დღეს რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე? საქართველო აგრარული ქვეყანაა და საკუთარი მოსახლეობის გამოკვების პოტენციალი ნამდვილადააქვს.
ქართულ ბაზარს ცუდად ვიცნობ, ინტერნეტში ვიზიძიებ ინფოებს. დიდი ხანია გერმანიაში ვცხოვრობ და ჩემი ბიზნესიც აქ მაქვს. აქედან გამომდინარე, რაღაც ინფორმაცია რაც შეძლება თქვენთის ნაცნობი იყოს, ჩემთვის
ახალი და საინტერესო იყოს. ასე რომ მომწერეთ ვინ რას ფიქრობთ, რაა შესაძლებელი და რა შეუძლებელი:-)
კრიტიკაც მისაღებია:-)