მე ისევ დენტის და კუკოინის ყიდვას ვფიქრობ.
მაგარი მივქარე კუკოინი რომ არ ვიყიდე, ამ 3 დღეში 100%-იანი ზრდა ქონდა.
ახლა ველოდები რომ ცოტა კიდევ დაიწიოს და მერე აუცილებლად ვიყიდი.
იანვრის დასაწყისში დენტს მილიარდზე დიდი მარკეტ კაპი ქონდა. ახლა 300 მილიონია.
კიდევ თუ დაიწია, არ ყოფილა მაშინ საშველი.
ზუსტად იგივე ემართება ოისტერ ქალთსაც, აქ შესული ვიყავი და მესამედი თანხა დამრჩა.
არადა ძალიან მაგარი პროექტია, იმ იშვიათთაგანი, რომელსაც მუშა პროექტი აქვს.
ისე, იანვარში ძალიან არ მიმართლებს, სადაც შევედი, ყველგან კრახი ვიწვნიე.
თუმცა, ტრეიდერის ყველაზე მთავარი და საჭირო თვისება მოთმინებაა და მეც მოთმინებით ველი გაუმჯობესებას.
პრინციპში, სხვა რა გზა მაქვს