ცალსახად ეარბიენბის.
ბუქინგს ბევრად მეტი % მიაქვს (18% როგორც მახსოვს) რომელსაც შენ იხდი, ანუ კლიენტი რომ დაჯავშნის ჩამოვა ფულს ხელზე გაძლევს და თვის ბოლოს შენ ურიცხავ საიტს ამ %-ს. თან პანტაპუნტით აუქმებენ სტუმრები ბუქინგზე ჯავშანს, ეარბიენბიზე ნაკლებათ, თან ეარბიენბის 3-4% აქვს, რომელსაც სტუმარი იხდის, შენ არ წუხდები ასეთ დეტალებზე.
თვითონ საიტიც ეარბიენბის ბევრად მოხერხებული და მარტივი აქვს, კარგი მობაილ აპლიკაცია აქვს, განცხადების ტექსტი შენ შეგიძლია დაწერო და შეალამაზო, ბუქინგზე სტანდარტული ტექსტია.
თანხის ჩარიცხვის ძალიან მოხერხებული სისტემა აქვთ.
ბევრი ბენეფიტია მოკლედ კიდევ რაც არ მახსენდება ასე დეტალებში.
ორივე საიტის კალენდარის სინქრონიზებას რაც შეეხება ძალიან მარტივია, EXport Calendar და Import Calendar არის Availability - ს ფუნქციებში და ორივე საიტზე აისახება დაჯავშნილი დღეები.
მე ორივე საიტზე მიდევს მაგრამ ბუქინგით არავინ ყოფილა ჯერ და მიხარია, ხო ლარებში უთითებ თან მანდ (ბუქინგზე) თანხას და ძაან წვალებაა რა კლიენტთან ამ ფულზე და დახურდავებებზე სირბილი ბოლო დღეს.
საერთოდ არ მივდივარ ბოლო დღეს ისე მიდიან სტუმრები გასაღებს ვატოვებინებ სპეციალურ ადგილას და ეგაა