#57331730 · 23 Dec 2020, 04:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Roy
| QUOTE | მე საერთოდ არ ვუყურებ ამ დისკუსიას რაც ჩვენ გვაქვს ისე როგორც შენ აღწერე რომ მე ნათელი ვარ და შენ ბნელი.. მემგონი ეგ არც არასდროს მიკადრებია უბრალოდ მეჩვენება რომ რაღაც ნაწყენი პოზიციიდან უყურებ და თითქოს გაბუტული ხარ რაღაცაზე. ნამდვილად არაა ისე როგორც შენ აღწერ რა. |
ნათელზე და ბნელზე ვხუმრობდი :D რაც შეეხება ნაწყენ პოზიციას, მე პირადად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ზოგადად კრიპტო სამყაროსთვის განსაკუთრებით სამი წლის წინანდელისთვის რადგან ბევრისგან განსხვავებით დეკემბერ/იანვრის დასაწყისში გამოვედი პოზიციებიდან :) უბრალოდ საქმე იმაშია რომ თავის დროზე სულ უფრო და უფრო რომ ვუღრმავდებოდი კრიპტო სამყაროს გავაანალიზე რომ თურმე ეპოქალურ SCAM თან მქონდა საქმე და მაგარ ჰეითერად გადავიქეცი თორე 4 და 5 წლის წინ მეც ვფიქრობდი რომ Bitcoin-ი დააყენებდა თავდაყირა ყველაფერს კარგი გაგებით და ეგ იქნებოდა რაც იქნებოდა მაგრამ თან და თანობით რაც უფრო მეტად მივდიოდი სიღრმეებისკენ ჩემი ნეგატივიც სულ უფრო მეტად და მეტად მატულობდა კონკრეტულად ბიტკოინის მიმართ პირველ რიგში და მერე უკვე სხვა დანარჩენი ტილი პუჭურა კოინების მიმართაც :)
| QUOTE | აჰა მაგალითად ეს.. ანუ ამბობ რო ყველა დეველოპერი ვინც ამ სფეროში მუშაობს დამპალი ღორია. არაა ეგრე რა. არის კარგი პროექტები რომლებსაც აქვთ საკმაოდ კარგი პერსპექტივა. |
არ ვამბობ იმას რომ ყველა დეველოპერი იქნება თუ კრიპტო თრეიდერი ყველანი შავები არიან და ყველას ხალხის გაპარსვა უნდათთქო არა, ვფიქრობ რომ აგერ მაგალითად შენ სულაც არ გაქვს ეგეთი ზრახვები და სულ არ ვარ შენს მიმართ ცუდი განწყობით უბრალოდ საწყენად არ მიიღო მაგრამ ვფიქრობ რომ ზედმეტად გულუბრყვილოდ უყურებთ ამ ყველაფერს შენც და ის ხალხიც რომლებსაც დიდ წილად ჯანმრთელი სფერო გგონიათ კრიპტო სამყარო.
ოჰ ეს რა მომხდარა, არ ვიცოდი რადგან ზერელედ ვუყურებ უკვე ამ ყველაფერს ^^ კაი მიზეზი ქონია ამჯერად ნამდვილად XRP-ს ჩამოქცევის თუმცა მე ის უფრო მაინტერესებს BTC რომ ჩამოიქცევა კარგა გვარიანად და ჩამოიქცევა მანდ რა მიზეზს მოჩხრიკავენ ^^ Tether-ს იმისთვის არ აუგდია ესე ფასი რომ უბრალო ხალხს ეხეირათ, სადღაც გადის ზღვარი საიდანაც დაიწყებენ თანხების გამოძრობას და წამოვა უკან საგრძნობად მთელი მარკეტი.
| QUOTE | | ვისაც ამ საქმის არაფერი გაეგება და ისე უბრალოდ ყიდულობს იმიტომ რომ ძმაკაცმა ურჩია, ის უმეტეს შემთხვევაში წაგებული გამოდის.. |
ანუ რაღაც მხრივ კაზინოს ადრი ამ ყველაფერს ხო ეგრე გამოდის ? აბა ეხლა ეს რომ მართლა ჯანმრთელი სფერო იყოს როგორ მოხდებოდა ის რომ უმეტესობა სულ წაგებულია ხოლმე გიფიქრია მაგაზე ? აქ უბრალო კრიპტოს ყიდვაზეა საუბარი და არა ბირჟაზე დეი თრეიდინგზე :P
| QUOTE | | ამიტომ რჩევაა რომ არავის რჩევას ბრმად არ მისდიოთ როცა ამ სფეროში ფეხს შეყოფ.. არც მე, არც პეტრეს არც პავლეს.. ეგერ ჰა დავწერე რიპლის სავარაუდო სამიზნე 1.61 დოლარიათქო და დედა მეეტყნა.. მეც წაგებაში ვარ ეხლა მაგის გამო მაგრამ ნუ რა ვქნათ უცებ დაგვატყდა ცუდი ამბავი და ასეთი რაღაცეებისთვის მზადაც უნდა იყო მამენტ. |
ეხლა ერთი წამით მაინც წარმოიდგინე Tether-ს რომ მიადგნენ ისე როგორც XRP-ს რა მოხდება.... ვინაიდან და რადგანაც Tether-ი ძალიან ბევრად უფრო შავია ვიდრე XRP, თუ მაგრად დაურხიეს Bitconnect ის მადლი გადმოვა მთელ კრიპტო სამყაროზე და ვაი მას ვისაც დიდი აქტივები ექნება იმ მომენტში კრიპტოში რადგან როცა მართლა მიადგებიან Tether-ს, თუ იგრძნეს რომ ერხევათ მთლიანად დააქეშაუთებენ და ისეთი ვარდნა მოხდება რომლის მეათედიც კი არ ყოფილა არასდროს. მე ყველას ვურჩევ რომ სულ მინიმუმ 1/3 მაინც ადოლაროს ხოლმე როცა დაინახავენ ხოლმე რომ მეტ ნაკლებად ნორმალურ მოგებაში არიან ხოლმე თორე მოგება მანამ არ არის მოგება სანამ ფული საკრედიტო ბარათზე არ დაგიჯდებათ ან ქეშად არ გამოიტანთ, როგორც არ უნდა ატრიალოთ ეგრეა თორე ადრე ბევრი იძახდა +3K,+5K,+10K ში ვარ +20K ში და ბოლოს დაამთავრეს -5Kებში და ასე შემდეგ უმრავლესობამ :)
|