ეჰ.. ეხლა რო უყურებ კი არის სანანებელი მაგრამ მაგ გაგანია ბულმარკეტის დროს ყველაზე გადაცხელებული როა მარკეტი, აი მაგ დროს არის ყველაზე საშიში რო მოტყუვდე და სამწუხაროდ მოვტYუვდი მაგ 3$ ნიშნულზე.
ღორობა ქვია მაგას სხვანაირად

))
ეგ შენ რაც დაწერე მაგალითი უნდა იყოს ჩემთვისაც და ყველასთვისაც რომ მომავალში საკუთარი აზრი სხვისამ აღარ გადაწონოს. მეც ეგრე დავუჯერე ზოგს მაგ გაგანია გადახურებული ბულმარკეტის დროს და ვნანობ ეხლა. მარკეტის მაგ ფაზაში ძალიან ადვილია მოწყდე რეალობას და მოტყუვდე. როცა კი არ გგონია უკვე, არამედ ფფფჰჰჰჰ დარწმუნებული ხარ რო გააგრძელებს ზრდას... უკვე ისე ხარ დარწმუნებული რომ არასერიოზულად ექცევი რაღაც მომენტებში და უაზრო რისკების კეთებას იწყებ. მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ და განვვითარდეთ.
პ.ს
იმედია მაინც მოგებაში დახურე.
* * *
L07მაგი მემგონია რომ რაც უფრო ახლოვდება ნოემბერი მით უფრო აქტუალური თემა გახდება . აქვს ამ ნიუსს იმის პოტენციალი რომ შემოატრიალოს ეს ჩაჯმული მარკეტი.
მაგას ველოდებით ყველა.
ბაკკტ ვინც არ იცით რა არის აგერ ვეცდები გასაგებად ავხსნა
ნებისმიერი ტიპის ნედლეულზე, ოქრო იქნება ეს თუ ნავთობი, ყავა თუ ხორბალი, რძე თუ ხილი, ბიტქოინი თუ შითქოინი (coming soon) - არსებობს რაღაც, რომელსაც ქვია FUTURES CONTRACT. სამომავლო ფასის კონტრაქტი.
დღეს მე რომ მაქვს სიტყვაზე ნავთობი, პირველ რიგში ვყიდი (ან ვყიდულობ) არა ნავთობს, არამედ ნავთობის(!) სამომავლო ფასის კონტრაქტს.
მე ამით ვალდებულებას ვიღებ რომ შეთანხმებულ ფასზე მივცემ კონტრაქტის გასვლის შემდეგ რეალურ ნავთობს. არ ექნება მნიშვნელობა ერთი თვის მერე რა საბაზრო ფასი იქნება.. თუ სიტყვაზე შევუთანხმდი 100$ზე და 1 თვის მერე ფასი არის 80$, გამოდის რომ იმან ვინც ეს კონტრაქტი იყიდა მაინც 100$ უნდა გადაიხადოს იმიტომ რომ ნაკისრი აქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად გამოდის რომ მე როგორც ნავთობ მიმწოდებელმა მოგება ვნახე მაინც მიუხედავად მარკეტის რყევებისა.. თუ 100 ღირდა და 80 ღირს ერთი თვის თავზე და ამავდროულად კიდე თუ ვიღაცას აქვს კონტრაქტი რომ მაინც 100$ზე იყიდოს, შენ ამ მარკეტის რყევით არ ზარალდები როგორც მწარმოებელი. თუმცა მედალს როგორც ყოველთვის ორი მხარე აქვს.
ვინც ამ კონტრაქტს ყიდულობს, ჰგონია ან დარწმუნებულია რომ 1 თვის მერე ფასი მეტი იქნება და უშუალოდ რეალური underlying asset რაც აქვს ამ კონტრაქტს იმას მაინც 100$ზე დაითრევს მიუხედავად მომავალში გაზრდილი ფასისა.
სიტყვაზე დღეს ვიყიდე ნავთობის future contract რომელსაც ვადა გასდის ოქტომბრის ბოლოს.
ფასი იყო სიტყვაზე ისევ 100$
1 თვის მერე კონტრაქტს რომ ვადა გაუვიდა, დაუშვათ გახდა 200$
მე როგორც მომხმარებელმა, ვიხეირე იმიტომ რომ მწარმოებელს ვალდებულება აქვს მომყიდოს 109$ად მაშინ როცა საბაზრო ფასია 200$.
განსხვავება futures და options კონტრაქტებს შორის არის ზუსტად ეგ ვალდებულება..
options არის შესაძლებლობა, futures არის ვალდებულება. ნუ კიდე იქ ბევრი დეტალია მაგრამ არ მოვყვები ეხლა მაგეებზე.
რატო დავწერე ეს შესავალი ეხლა... BAKKT როგორც ICE-ს შვილობილი კომპანია გაყიდის bitcoinის სამომავლო ფასის კონტრაქტს რომელსაც ეგ underlying asset აქვს არა ექვივალენტი ქეშად, არამედ თვითონ ბიტქოინი. ზევით ხო დავწერეთ რომ ყველა ნედლეულს აქვს თავისი შესაბამისი futures.. ანუ თვითონ ეს ნედლეული არის underlying asset.. რეალური რძე, ყველი შაქარი, ყავა, ნავთობი, ოქრო, ბიტქოინი, ძღნერქოინი etc.
ეგ იქნება ყველაზე ფუნდამენტური სხვაობა BAKKTის და CBOE ფუჩურებს შორის.
CBOE არის $ settled
BAKKT არის BTC settled.
თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ BTCს რაოდენობა შეზღუდულია. 17+ მილიონი კი არის დამაინინგებული მაგრამ აქედან ბევრია სამუდამოდ დაკარგული სადღაც ნაგავსაყრელში დამარხულ ჰარდ დისკებზე და არამგონია რომ ეყოს მაგ BTC settlementს არსებული რაოდენობა.
ერთადერთი რისიც მეშინია რომ ბაკტმა არ ქნას, არის ის რომ offchain არ მოახდინონ ეგ btc settlement.
აუცილებლად btc ბლოკჩეინზე უნდა იყოს ეგ თორემ დროთა განმავლობაში შეიძლება ისე გაიბეროს ეგ "რეგულირებული ბლაბლაბლა offchain ###ობა" რომ ძააააალიან დიდი ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს.
This post has been edited by Roy on 26 Sep 2018, 20:53