გამარჯობა,
მჭირდება დაახლოებით 500 მუყაოს ყუთი. სურათი მიმაგრებულია ამ პოსტში და შეგიძლიათ ნახოთ.
yell.ge-ზე არსებულ ყველა კომპანიას მეილი გავუგზავნე, აქედან ორმა მომწერა, ერთმა მითხრა რომ ნახაზი უნდა გავუგზავნო, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასს ვერ მეტყვიან
და მეორემ მითხრა, რომ მინიმალური რაიოდენობა 10,000 ცალია და ფასი 0.80 ლარიდან იწყებაო.
მეილზე 90%-მა საერთოდ არ მიპასუხა და ვინც მიპასუხა 1 დღე ველოდები რომ კითხვაზე პასუხი დამიბრუნონ, ძალიან ცუდი კომუნიკაციაა სამწუხაროდ, დროში იწელება.
რას მირჩევთ? როგორც მივხვდი კომპანიაში ფიზიკურად უნდა მივიდე და რომელ კომპანიას მირჩევთ, ვინც ნორმალურ ფასში 500 ცალ ყუთს დამიმზადებას?
მიმაგრებული სურათი