#55708690 · 13 Jan 2020, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zindiosama
QUOTE | შინნახადი ნეოლიბერალები ამტკიცებენ რომ - არა მიზეზი მარტივი მოჰყავთ: ქვეყნის ტერიტორიული სიმცირე გამორიცხავს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტინარიანობას, ვინაიდან მცირე ტერიტორიაზე ნაწარმოები პროდუქტი ყოველთვის ცოტა და ძვირი იქნება, ამიტომ იგი ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას მეზობელი ქვეყნების ვეებერთელა ტერიტორიაზე წარმოებულ პროდუქტს რომელიც ყოველთვის ბევრი იქნება და იაფი ჩვენთან შედარებით. ამიტომაც მათი შეხედულებით, პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება გამოიწვევს მხოლოდდამხოლოდ ფასების უზომო ზრდას |
მთლად სწორი არაა ეგ ფორმულირება. მცირე ტერიტორიაზე კი არა, მცირე ბაზრისთვის ნაწარმოებია არაკონკურენტუნარიანი. ამის ნათელი მაგალითია, ცოტა ხნის წინ გერმანული კომპანიის AE Solar-ის მიერ ქუთაისში აშენებული მზის პანელების ქარხანა, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პანელებს უშვებს და ფასი კი კონკურენტუნარიანია. ამის მიზეზი ისაა, რომ ქარხნის წლიური წარმადობა დიდია, 500 მეგავატი (დაახლოებით 125-150 მილიონი დოლარის ღირებულების), ხოლო ძირითადი ბაზარი საექსპორტოა. მხოლოდ საქართველოზე რომ იყოს გათვლილი, მაშინ შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო 5 მეგავატი ანუ არსებული წარმადობის 1% და ასეთი მცირე მასშტაბის გამო, პანელების თვითღირებულება შეიძლება ყოფილიყო 2-ჯერ მეტი.
რაც შეეხება პროტექციონიზმს, მაგას ყველა ქვეყანა ეწევა, რომელსაც თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსი გააჩნია.
პროტექციონიზმის ნათელი მაგალითია საბაჟო გადასახადი იმპორტზე, თუმცა აღნიშნული გადასახადის 10%-ით გაზრდის ექვივალენტი, ადგილობრივი ვალუტის 10%-ით გაუფასურებაა სავაჭრო-პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ. ეს იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში იმპორტული პროდუქცია გაძვირდება 10%-ით.
განსხვავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ ჩინოვნიკები, თავად გადაწყვეტილებები კი შორსაა ხოლმე ოპტიმალურისგან, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ხოლო მეორეზე თავად ბაზარი იღებს გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით თუ როგორი ბალანსია სავალუტო ნაკადების გადინებას და შემოდინებას შორის, შესაბამისად მყარდება ბუნებრივი წონასწორობა.
This post has been edited by net on 13 Jan 2020, 23:20
|