ე.ი. ქურდობენ.
მე დავიჭირო?
შუაგულ მესტიაში ჰესი ჩაგვიდგეს. ცოტა ზემოთ კი ლეხზირის მყინვართან - მეორე და 50 მეგავატი მიაქვთ.
ვითომ წინასაწარ განხილვებს დავესწარი ორჯერ და ვეცნობოდი მათ კოპირებულ გზშ-ს.
ვარწმუნებდი, რომ გაანადგურებდნენ გარემოს, ფლორას, ფაუნას, რომ ლეხზირის ვიწრო და ღრმა ხეობაში არ შეიძლებოდა აფეთქებითი სამუშაოები, რმ მესტიის მილში ჩაკეტილი მდინარე ვერ გამოიმუშავებდა ვერც ქვიშას, ვერც ხრეშს, ინერტულ მასალას.
სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ.
აფრიკაში ნამუშევარი სპეციალისტი გვყავსო...
და უკვე ორი წელია, რა ჰესი გაუშვეს.
აფეთქებებმა დაძრა მყინვარები, გრანიტის კლდეები, ქანები და უკვე მოხდა ორი საშინელი წყალდიდობა. ზაფხულში მყინვარის ნამტვრევები მოჰქონდა მდინარეს.
მყინვართან არსებული ჰესი და მისი ინფრასტრუქტურა მთლად გაანადგურა გაცოფებულმა მდინარემ.
ქვიშა და სამშენებლო ხრეში, ტრადიციული სამშენებლო ქვა აღარ მუშავდები მცირე ნაკადულად ქცეულ მდინარის მიერ.
დაშრა შიგ მესტიაში საუკუნეების განმავლობაში არსებული სამი მინერალური წყალი (ერთ-ერთისგან მხოლოდ ღობე მაშორებდა 30 მეტრში).
სამშენებლო ქვიშას კი მესტიაში ერთ ქაფჩას ვერ იშოვი და ვისაც საშუალება აქვს საჩხერედან ეზიდება 2-3 ათასად კამაზებით.
დაიკიდა დამოკლეს მახვილივით მყინვარ-მეწყერები მესტიის თავზე.
ალბათ 3-4 კაცი დასაქმდა და დოლარები კი ოფშორებში აწკაპუნებენ და 2-3 ადამიანი მდიდრდება.
ეს არის შენი ბანდის შრომის ნაყოფი.
დამშრალი მინერალური წყლების ფოტოები და აფეთქებათა მანიშნებელი ფოტოები მაქვს შენახული.
მოვნახავ და გაჩვენებ.