თქვენის აზრით, სწორი ეროვნული პოლიტიკაა კორუფცია?
თქვენი მტკიცებულებები წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ერთმანეთთან?
სწორედ კორუფცია ანგრევს დემოკრატიულ ღირებულებებს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
სწორედ კორუფცია უშლის ხელს ქვეყნის ჯანსაღ ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს ბაზრების საქმიანობას, აუარესებს ცხოვრების
ხარისხს, უგულვებელყოფს თითოეული მოქალაქის ძირითად უფლებებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ფენას აყენებს
ყველაზე დიდ ზიანს..
სწორედ კორუფცია არღვევს უხეშად კანონის უზენაესობას და სანაცვლოდ ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულს, ტრეფიკინგს,
კერძო საკუთრების ხელყოფას, ტერორიზმს, დაფუძნებულ ტერორიზმს და ა.შ..
კორუფცია (და ნებისმიერი სამართალდარღვევა) არ არის ის ენა, რომლითაც შეიძლება საქართველომ ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით, მეორეს
მხრივ კი ქვეყნის გარეთ ილაპარაკოს.
სამხრეთ კორეას ეკონომიკური აღმავლობის მისი სქემა აქვს. 1946-1978 წლებში მხოლოდ ამერიკამ 60 მილიარდი დოლარის ოდენობის
დახმარება გაუწია სამხრეთ კორეას გრანტებისა და კრედიტის სახით. შედარებისათვის, მთელმა აფრიკის კონტინენტმა, იგივე პერიოდში
68,8 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
თუმცა, ბუნებრივია ვერცერთი ფაქტორი განყენებულად ვერ მოუტანდა სამხრეთ კორეას განვითარების ამხელა ტემპს.
განვითარების კორეული საიდუმლო, სახელმწიფოს ჩარევის ცენტრალურობაშია, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ეროვნულ
ინტერესს და არა ვიწრო პოლიტიკურ თუ ბიზნესს ინტერესებს. სწორედ ამიტომაც, კორეული
ეკონომიკური განვითარება იყო არამხოლოდ სწრაფი, არამედ თანაბარი და ინკლუზიური.
***
მოდით, კიდევ ერთხელ შევხედოთ სწორ განმარტებას.
კორუფცია (ლათ. corrumpere = ვაფუჭებ) — ვრცელი გაგებით სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა არალეგიტიმური,
როგორც წესი საიდუმლო, პირადი კეთილდღეობისთვის.
მმართველობის ყველა ფორმა შეიძლება გახდეს კორუფციის წყარო. ყველაზე გავრცელებული ფორმებია პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა,
ძალაუფლების გამოყენება, გაფლანგვა და ნეპოტიზმი. როგორც წესი სახელმწიფო მოხელეთა კორუფცია ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების,
როგორიცაა ნარკობიზნესი, ფულის გათეთრება, პროსტიტუცია და სხვათა, ხელშეწყობის მიზნით ხდება, თუმცა ის ამით არ შემოიფარგლება.
შესაძლებელია კორუფცია სხვა სახის კრიმინალური ქმედების დაფარვის მიზნით არ ხდებოდეს.
კორუფციის განმარტება განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. გარკვეული სახის პოლიტიკური დაფინანსების პრაქტიკა, რომელიც ლეგალურია ერთ
ქვეყანაში, შესაძლებელია არალეგალური იყო მეორეში. რიგ ქვეყნებში პოლიციასა და სამართალდამცავ ორგანოებს ფართო ძალაუფლება აქვთ
იმაზე თუ ვის ჩათვლიან დაპატიმრების და სასჯელის მისჯის კანდიდატად და ზღვარი სამართლიანობასა და კორუფციას შორის შეიძლება საკმაოდ ძნელი გასავლები იყოს.
ქვეყნებში სადაც ინტერესთა ჯგუფების პოლიტიკა და ლობირების პრაქტიკა მიღებულია ის რაც სხვაგან კორუფციად ჩაითვლებოდა ამ
შემთხვევაში შესაძლებელია ოფიციალური ჯგუფის ლეგიტიმურ უფლებად იქნეს მიჩნეული.
***
საქართველოს კანონი
საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
მუხლი 3
1. კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით
აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.
2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია
დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება
საჯარო დაწესებულების ინტერესებთან
4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების
შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური
ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით.
This post has been edited by Катеньки on 10 Jan 2021, 02:04
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.