#58548113 · 31 Oct 2021, 21:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მაქვს მეტალოპლასტმასის საამქრო და ვარ მიკრომეწარმე მესამე წელია, თავიდან როცა მიკრომეწარმე ვხდებოდი მითხრეს რომ არანაირი გადასახადი და ბუღალტერია არ მეხებოდა. შესაბამისად ვყიდულობ ამდენი ხანია მასალებს ჩემს სახელზე და აზრადაც არ მომსვლია, რომ ყოველწლიური დეკლარაცია მაინც უნდა შემევსო, ახლა ჩემი ზედნადებების ჯამი (წლიური) რომ ვნახე 30000 ლარს გაცდენილია და მინდა რომ მცირე მეწარმე გავხდე და შემოსავლის 1% ვიხადო ჩვეულებრივ.
მაინტერესებს, როგორ მოვიქცე რომ მცირე მეწარმე გავხდე ისე, რომ თავიდან ავირიდო დაჯარიმება (არც ვიცი დაჯარიმებას ვექვემდებარები თუ არა).
ერთი ვარიანტი, პირდაპირ მივიდე და ვუთხრა რო მიკრომეწარმედან გადამიყვანონ მცირე მეწარმედ. მეორე ვარიანტი, გავაუქმო ჩემი მიკრომეწარმეობა და თავიდან გავხდე მცირე მეწარმე.
თქვენ როგორ მირჩევთ როგორ ჯობია რომ მოვიქცე??
მადლობა წინასწარ
|