#62049423 · 3 May 2025, 13:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ambitious_Person გორში მაქვს ბინა ცენტრში, სტალინის მუზეუმთან ძალიან ახლოს. თბილისის ბინის რემონტს რომ დავამთავრებდი, ვგეგმავდი მაგ ბინის გარემონტებას და ტურისტებზე გაქირავებას. 2 წლის წინ დავგეგმე ეს ყველაფერი. რუსები რომ შემოგვესივნენ და ყველაფერი გააძვირეს, მაგრამ მერე რუსული კანონი და ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტაც წამოგვეწია. ყოველ დღე დგას დიდი ავტობუსები სტალინის მუზეუმთან, მაგრამ ადრე რომ ევროპელები შემოდიოდნენ, ეხლა მასე აღარ არის. უმეტესად რუსები და აზიელები არიან. რუსებზე არ გავაქირავებ, ისედაც უკვე რუსებმა აამუშავეს სააგენტოები, რომლებიც გეგმავენ ტურებს ოკუპანტებისთვის. ინდოელებმა და მაგ კატეგორიის ტურისტებმა არაფრის გაფრთხილება არ იციან.. მოდით, ვაღიაროთ, რომ ევროპელებს გაცილებით დახვეწილი ქცევის კულტურა აქვთ, ამიტომ ეგეც გავაჩერე დროებით. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ იდეის დონეზე, იმასაც განვიხილავ, რომ გავყიდო უძრავი ქონება და ევროპაში წავიდე საცხოვრებლად. შესასწავლი მაქვს ეგ საკითხი, სად რა კანონი მოქმედებს უცხოელზე უძრავი ქონების მიყიდვასთან დაკავშირებით.
|