გერმანიაში მინიმალური ხელფასია საათში 12 ევრო, თვეში დაახლოებით 2 000 ევრო ანუ 6 000 ლარი (მოსახლეობის დაახლოებით 15% და ძირითადად ემიგრანტები მუშაობენ ამ სეგმენტში)
საშუალო ხელფასი 20-25 ევრო საათში ანუ თვეში დაახლოებით 3,500 - 4 000 ევრო ანუ დაახლოებით 10 000 ლარი თვეში (მოსახლეობის დაახლოებით 45-50%)
საშუალოზე მაღალ ფენას (მოსახლეობის 30%-ზე მეტი) კი 6-7 000 ევროზე მეტი ხელფასი აქვს
მაღალ ფენას (დაახლოებით 5-10%) კი თვეში 10 000 ევროზე მეტი აქვს შემოსავალი
აი ამას შეადარეთ ეხლა ქართველთა შემოსავლები, რომ სწორი სურათი დაინახოთ
საქართველოში მინიმალური ხელფასი 300 ლარის ფარგლებში ანუ 20-ჯერ ნაკლები
საშუალო ხელფასი 1 000 ლარი ანუ 10-ჯერ ნაკლები
დანარჩენ სეგმენტებს აღარც კი შევეხები იმდენად დიდია სხვაობა
+ გერმანიაში მინიმალური პენსია დაახლოებით 5 000 ლარი, საქართველოში კი 250 ლარი
დაგროვებითი პენსიით კი მოსახლეობის უმეტესობას 3-4-5 000 ევროც კი აქვს
ამ პრინციპით დაბალი და საშუალო შემოსავლის გერმანელისთვის 100 ევრო არის, საქართველოში რომ ღირდეს იგივე პროდუქტი დაახლოებით 30 ლარი
რეალობაში ღირს 300 ლარი ანუ საშუალოდ 1 გერმანელი 10-ჯერ უკეთ ცხოვრობს ქართველზე(შემოსავალი) და 10-ჯერ ნაკლები დანახარჯიც აქვს
შესაბამისად დაბალი და საშუალო დონის გერმანელი არის ბევრად მდიდარი, ვიდრე იგივე დონის ქართველი, მარტივად შეუძლია ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ფულის გადადება (ბინის შესაძენად, მანქანის შესაძენად, დასასვენებლად და ა,შ)
საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტისთვის კი ეს ფუფუნებაა
აი საშუალოზე მაღალი დონის გერმანელი კი (30% მოსახლეობის) კი არის ძალიან მაგრად
პენსიაშიც გასვლის მერეც კი ცხოვრობენ ძალიან მაგრად სიცოცხლის ბოლომდე (პენსია აქვთ 3 000 ევროზე მეტი) + სახლი, მანქანა, ნაგროვი ფული, უფასო ჯანდაცვა და ა,შ
ანუ ცხოვრების ბოლომდე არიან ასეტრინა ნა ვერტილეზე და ხიზილალაზე, ისვენებენ სადაც უნდათ, ჭამენ რასაც უნდათ, წამალი და ჯანდაცვა აქვთ საუკეთესო დონის და ა,შ
საქართველოში პენსიონერთა 80%-ზე მეტი კი გაჭირვებულია(თავი ძლივს გააქვს) და თევზი/ხორცი ენატრება
რაის გერმანიის და საქართველოს შედარება
მინიმუმ 30 წლით წინ არიან
პირველ რიგში მენტალობით და განათლების საერთო დონით
This post has been edited by DIDGORI-GEO on 1 Mar 2023, 07:47