აი რამდენი ხანი გასულა და ყანა ისევ ყანად დარჩა
დღეს ვიყავი, დრო ზუსტად მახსოვს 11:15 იყო კრევეტების საყიდლად რომ მივედი თევზეულში:
1. სექციაში ვინც იყო ძალიან დიდი ხნის მერე მომაქცია ყურადღება, თავის საქმეებში იყო გართული და მეკითხება რამე გინდოდაო? ნუ ვუპაუხე აბა რატომ ვდგავარ რა გგონია მეთქი და კიდევ კაი არ შემეპასუხა;
2. რომ ვუთხარი კრევეტები ამიწონე მეთქი, მაგას ვერ მოგართმევთ მე თევზებზე ვარო, ეგ არ ვიციო, არადა ერთი დახლია;
3. ვინც შეძლებს აგიწონოს ალბათ 20 წუთში მოვაო;
4. რა გაეწყობოდა წამოვედი და სალაროში რომ ვიხდიდი ვკითხე როდის იწყებთ მუშაობას მეთქი და ჩვენ 24სთ ვართო, ვაახ მეთქი კრევეტები ვერ ამიწონეს თქო და ეგ არ ვიცი ჩვენ 24სთ ვართო სალაროშიო

სალარო რად მინდა თუ პროდუქტი ვერ ავიღე თქო და კიდე რაღაცა ჩაიდუდღუნა ეგენი მე არ ვიციო;
5. გამოსვლამდე საინფორმაციოში იგივე ვკითხე კრევეტები ვერ ვიყიდე და რომ ვიცოდე მომავლისთვის რომელი საათიდან არის შესაძლებელი თქო, ხოდა მეუბნება წამოდით გავარკვევო, არ მინდა უკვე გამოვედი სალაროც გამოვიარე უკან ვეღარ შევბრუნდები ისე ინფო მინდა რომ მომავალში გავითვალისწინო თქო და მეკითხება დახლზე თუ დევს პროდუქცია გასაყიდად გვინდაო ხო? აქეთ კითხვით მპასუხობს
6. საბოლოოდ ამოვაღერღინე რომ 13:00-ის შემდეგ შეძლებთ კრევეტების ყიდვასო
ბულეტებად ჩამოვყარე რომ თვალსაჩინო იყოს მაგათი გოდორი ყანა მენტალიტეტი თუ ერთ ეპიზოდში რამდენ ყანას იტევს, ხოლო დანარჩენი რასაც მანამდე ზემოთ ვწერდი ეგ თემები უფრო გამძაფრებული აქვთ

არანაირი გამოსწორება, პირიქით სიყლევეს აუმჯობესებენ, მაგაში ეტყობა მაგრები არიან.
ბიზნესის თემაა და ბედვილი(გუდვილი) და ტყუპი წიხლი(2ნაბიჯი) ერთმანეთს ეჯიბრებიან გოდრის თრევაში და ყანაში თოხის ტრიალში