#60600215 · 2 Aug 2023, 16:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
donrobita
QUOTE | ცოტა მეტად გასაგებად რო დავწერო. შპს არ იხდის საშემოსავლოს, შპს იხდის დაქირავებული თანამშრომლების მაგივრად ხელფასის საშემოსავლოს. შენ თუ შპს ხარ შენი შემოსავლიდან უნდა გამოქვითო ხარჯები (დოკუმენტურად დადასტურებული) და რაც დარჩება იმ თანხიდან უნდა გადაიხადო მოგების გადასახადი 15%, მოგების გადასახადის გადახდის მერე რაც დარჩება იმ ფულის გატანა თუ გინდა დივიდენდად უნდა გადაიხადო დივიდენდის გადასახადი 5%. ასევე შპს თუ ხარ შეგიძლია შემოსავალი რაც ექნება კომპანიას (მოგების და დივიდენდის გადასახადის მაგივრად) შენს თავზე გაწერო ხელფასად და მაგ შემთხვევაში გადაიხდი საშემოსავლოს 20% (პლუს საპენსიო 4%)
|
მასე ვაკეტებ, საშემოსავლოს ვიხდი, ანგარიშზე ცოტა თანხას ვიტოვებ რომ ბანკის თანხები გავისტუმრო, ანუ ბარათის მომსახურება.
QUOTE | შპს თუ ხარ გაქვს მოგება. შენ რო მთლიანად მომსახურების 100% ივე გაიტანე ეგ ნიშნავს, რომ მოგება გქონდა 100% და მოგების 15% უნდა გადაიხადო ბიუჯეტში + დივიდენდის 5% (ეს იმ შემთხვევაში თუ ხელფასად არ გაწერე შენს თავზე) |
ხელფასად გავწერე. ნუ ასეა ისეა მაინც 20% ის გადახდა მიწევს  QUOTE | ეგ ნამდვილად არ ვიცი |
ეგაა მთელი ამბავი  ვერსად ვერ გავიგე QUOTE | ხო ეგ შენი რისკია 1 რამეც გაითვალისწინე, საგადასახადო და ზოგადად ფინანსური დავების დროს შპს პასუხს აგებს მხოლოდ შპს-ს ქონებით, დამფუძნებელს და დირექტორს არაფერი ემუქრებათ (თუ გადასახადების განზრახ თავის არიდება არ ხდება, ან თაღლითობა არაა), მცირე მეწარმე და ინდმეწარმე პასუხისმგებელია მთელი თავის ქონებით. |
ხოო ეგეც ვიცი, ცოტა მეფრთხილება კიდეც, მარა რა უნდა ქნა რომ კლიენტურა გარბის ამის დედა ვატირე, შპს რო იგებენ ეგ ძვირიაო და არ მინდაო. გაგონილა ტო? თან დიდ თანხებზე კი არაა საუბარი, შესასრულებელი სამუშაოები რაც მოდიან საშუალოდ 1200₾ ხელზე. ხანდახან ზოგს საქმე მოაქვს ჩემთვის კი მარტივი გასაკეთებელია და მომენტი 800₾ უნდა ვუთხრა, მარა ის მასალის რაოდენოა და შესრულების თანხა რომ გამოითვალო კი გადის მინიმუმ 200 000 მდე. და ამ დროს ტიპი იმ 800₾ ის 20% ზე ჟმოტავს. Davion
QUOTE | ნულოვან შემოსავალზე გადასახადიც 0-ია, და რანაირად მოგიწია საკუთარი ფულის გადახდა? |
რანაირად და შევთანხმდი რომ საქმის შესრულება ღრს 2500₾. მაშნ არქიტექტორი მყავდა საქმეში. იმ არქიტექტორის თანხა დაახლოებით 1000₾ იყო, კიდე ნაწილი მებეტონე კონსტრუქტორს მიქონდა. ისე რომ ხელფასების გაცემის მერე მეც მცირე თანხა მრჩებოდა. სადღაც 100₾ მგონი. ხო და ინვოისით წინასწარი თანხა უნდა მოეცათ 500₾. ეგ თანხა უნდა მიმეცა იმ არქიტექტორისთვის რომ საჭრო საქმეები გაეკეთებინა, ანუ მერიაშ შეეთანხმებინა საქმეები. დანარჩენს მერე აიღებდა. სხვა საქმეც იყო ანალოგიური იმავე პერიოდში თან რამდენიმე, როცა წინასწარი ავიღე. ისე მოხდა რომ მერიის უარყოფის გამო ყველა საქმე ჩავარდა. დავრჩი მარტო წინასწარზე. ყველა ჯგუფში ვინც ვიყავით რო იტყვიან დილეტანტები ვიყავით. მე კიდე ეგ წინასწარები არქიტექტორზე გაცემული მქონდა უკვე ავანსის სახით, ისე რომ დურაკმა არ გადავიხადე მაგისი 20% თავისი +4% საპენსიოთი (მაგის მომგონი...) მეგონა ბოლოს ვიხდიდი ყველაფერს. თურმე რამდენი ანგარიშიდან თანხა გაგაქვს იმდენი უნდა გადაიხადო. ხო და ვაგროვე ეგ ყველაფერი მთელი 3 თვე რო იტყვიან. ბოლოს დავიქირავე ბუღალტერი და მეთქი აწი რა... ხო და... იმ ბუღალტერსაც ხო ფული უნდოდა, ხო და რაც ანგარიშზე ფული მქონდა გადასახადებში და იმ ბუღალტრის ხელფასში არ მეყო, მომიწია პეიბოქსიდან შემეტანა ფული საკუთარი შპსს ანგარიშზე. ისე ვერ ვფარავდი გადასახადებს. ამაზე ვბრაზობ, რო დავრეგისტრირდი, არავინ არც ერთი სამსახურიდან არ ომეხმარა გავრკვეულიყავი სიტუაციაში. არანაირი ინსტრუქცია არ მომცეს... არავინ არაფერი არ დამაკვალიანა. კიდე გადავრჩი ჯარიმა არ ავიკარი. Top-Gunმე ის პლიუსიც მაქვს რომ ეგ საპენსიო არ მეხება, ბებერი ვარ და უარი ვთქვი
--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
|