#60963488 · 17 Jan 2024, 23:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რავი, მასეც გადაჭრითაც ვერ იტყვი, არის პერიოდები, როცა ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, ვგულისხმობ აშშ დოლარის მიმართ გაცვლით კურსს. მაგალითად, მთელი 2023 წლის მანძილზე ლარი საკმაოდ სტაბილური იყო, 2023 წლის 01 იანვარს USD გაცვლითი კურსი ყოფილა 2.7020, ხოლო 31 დეკემბერს 2.6894. ანუ 01 იანვარს ლარში რომ გაგეხსნა ანაბარი 12 თვით, დოლართან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს მიიღებდი.
ჩემი აზრით, საერთო დანაზოგის დაახლოებით 20-25 % ლარში რომ გქონდეს, არ არის ლოგიკას მოკლებული.
ცხადია, ეს არ ეხება უძრავ ქონებას და არავის რჩევას არ ვაძლევ. უბრალოდ, პირადად ჩემთვის, როგორც ვუკვირდები, დანაზოგის დაახლოებით 25% - ის ლარში დაგროვება უფრო სარგებლიანია.
|