dimaopenaდაგიბრუნე ეხლა პასუხი. ბოდიში დაგვიანებისთვის, იშვიათად შემოვდივარ ფორუმზე.
Samdiთანხით ამ ეტაპზე არა. მანამდე რამდენიმე ბიზნესში დავაინვესტირე. ეხლა ერთი საინჟინრო კომპანიის წილი ვიყიდე და იქ ვმუშაობ ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სრულად ვარ ჩართული საქმიანობაში და სხვა რამეს რო ყურადღება მივაქციო დიდი დროით, ვეღარ ვახერხებ. მარტო ფულის ჩადებით საქმე ვერ გამოდის ჩემი გამოცდილებით, სანამ საძირკველს არ ჩაასხავ საფუძვლიანად. ფულს ამერიკული კომპანიების აქციებში ვდებ და მაგით კი ვირთობ თავს.
Bilbao2024Kafinoniaჰმმ, რა უცნაურია. ეს ადამიანთა უმეტესობაში შემიმჩნევია, განსაკუთრებით ლინკდინზე და სხვა სოც. ქსელებში, რომ შეიხედავ. რატომღაც დასაქმებულთა მხრიდან სულ ნეგატივი ვრცელდება, რომ ეს ბიზნესი ესე ცუდად იქცევა, ეს დამფუძნებელი გაუმაძღარია, არაეთიკურად იქცევა, დაუანახავები არიან და ა.შ. სულ ეს ნარატივია, რომ თითქოს დასაქმებულები ანგელოზებივით იქცევიან ყოველთვის და ბიზნესის ხელმძღვანელები სულ ნაგვები არიან. არადა 2-3-4 ბიზნესის დამფუძნებელი, რომ შეიკრიბება, იქ, რომ მოგასმენინა რა ტკივილები აქვს ამ ხალხს, როგორ უნდა მათ დიდ ნაწილს, რომ კარგი გარემო შექმნან კოპანიაში, თანამშრომლები კმაყოფილები ყავდეთ, მაგრამ, როგორ არ იძლევა ბევრი გარემოება ამის საშუალებას, სულ შეგეცვლება წარმოდგენა. ნუ, ბევრი ბიზნესის მკეთებელი მართლა უვარგისად იქცევა, ამასაც ვერ ვუარყოფთ, მაგრამ ამ ქვეყანაში მართლა ბევრია ისეთი ბიზნესმენიც, ვისაც რაღაცეები მაგრად ადარდებს. ხელფასებიც უნდათ მაღალი გასცენ, თუმცა თავად ბიზნესი არ უშვებს. სავარაუდოდ ისე დაგემთხვა, რომ არასწორ ადგილას მოხვდი ან თავად, ან სხვები მოხვდნენ არასწორ ადგილას და მერე ეს გამოცდილება გაგიზიარეს.
არადა, გარკვეული კომპანიები მართლა შუაზე იხევიან, რომ ღირებული და ღირსეული გარემო შექმნან. გუშინ ერთი პოსტი შემხვდა ლინკდინზე და გაგიზიარებ
https://shorturl.at/Fdvt0
* * *
KafinoniaBilbao2024ერთ სტატიას გაგიზიარებ, ვფიქრობ საინტერესო იქნება
https://www.facebook.com/share/p/1ZJLMXo5sp/
take it easy...